რეგისტრირებული ფაქტები47965
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. საქმისმწარმოებელი – იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დავალებით დავით კარიჭაშვილმა განიხილა თომა ასათიანის საყმაწვილო მოთხრობები. მისი აზრით, მოთხრობების თემა ძალიან საინტერესო იყო და სასარგებლო იქნებოდა ბავშვებისთვის, მაგრამ ხელოვნების თვალსაზრისით ეს ამბები ვერ აკმაყოფილებდა მკითხველს და ენობრივადაც მოიკოჭლებდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მასწავლებლებს ჟურნალი მიეცემოდათ 5 მანეთად (ღირდა 7 მან.). მისი გამოწერა შეიძლებოდა ქუთაისში – ჭელიძის მაღაზიაში, თბილისში – შავერდოვის სააგენტოში, ალექსანდროვის ბაღთან, ბელოვის სახლში.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე ზურაბიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ საზოგადოების მაღაზიასთან დაარსებულიყო აგენტურა ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად. საზოგადოებას თითოეული რედაქცია დაუკლებდა რამდენიმე პროცენტს, რაც სალაროს დიდ სარგებელს მოუტანდა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლაში სამი განყოფილება იყო. სამივე განყოფილებაში სულ 40 მოსწავლე სწავლობდა. I განყოფილებაში 22 მოსწავლე იყო (15 ვაჟი და 7 გოგონა), II – 13 (9 ვაჟი და 4 გოგონა) და III – 5 (4 ვაჟი და 1 გოგონა). ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის ხარჯი იყო: მასწავლებლის ხელფასისთვის 300 მანეთი, სკოლისთვის საჭირო ნივთებისა და წიგნებისთვის 35 მანეთი და 58 კაპიკი, გზის ფული 10 მანეთი. სულ 345 მანეთი და 58 კაპიკი. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლა საზოგადოების სხვა სკოლებთან შედარებით კარგ მდგომარეობაში იყო. სასკოლო ფული დაუბრკოლებლად და დროულად შემოდიოდა, საკუთარი შენობაც ჰქონდა და მოსწავლეთა საკმაო რაოდენობაც ჰყავდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ ფოტოსახელოსნოსთვის, საზოგადოების კანცელარიისა და ალექსანდრე როინაშვილისგან ნაანდერძევი მუზეუმისთვის ახლანდელი ბინის ნაცვლად დაექირავებინათ ხარაზოვის ახლად აშენებული სახლი ერევნის მოედანზე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეების გარდა სოფელ ჯუმათში იყვნენ სხვა ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების შეძენა და ამ მიზეზით არ შემოჰყავდათ სკოლაში.