ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51524

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა 10 თუმანი მასწავლებელთა სალაროს დასაარსებლად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მოსთხოვა, ეს თანხა გადაეცათ ქართული გიმნაზიის გამგებლის, ალექსანდრე მდივანისთვის, რომელმაც შეადგინა პედაგოგიური საზოგადოების წესდება და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებმა მისწერეს, რომ 25 მაისს გამართულ სხდომაზე მათ წევრთა შორის სამუშაო გაანაწილეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს აქვსენტი ფაღავამ და ნიკოლოზ ბუკიამ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, მისთვის მიეწერათ, რომ სკამებისა და დაფის შეღებვა შეეკვეთა და ანგარიში გამგეობისთვის გამოეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შექმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და შიო დედაბრიშვილი. მათ საზოგადოების განყოფილებათა მაღაზიებში წიგნით ვაჭრობის შესახებ წესების შედგენა დაევალათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სამარიდან გადმოსვენების თაობაზე გადაწყვიტა, რომ ექიმი ღამბაროვისთვის მიეწერათ წერილი, ეშუამდგომლა გუბერნატორთან ხახანაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე. გადმოსვენებისა და დასაფლავების ხარჯს გამგეობა გადაიხდიდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ მიეცათ იანვრის ხელფასიც, რადგან მან წინარეხის სკოლაში იმსახურა ნახევარი სასწავლო წლის განმავლობაში, და სამსახურის შოვნამდე დაეცდიათ მისთვის გამგეობის ვალის, 53 მანეთის გადახდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე მგელაძე და შალვა მიქელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ გამგეობა სენაკის სკოლის გამგეს, დომენტი ოყროშიძეს ფულით უნდა დახმარებოდა. გამგეობამ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სენაკის მაზრის მცხოვრებმა მოვაჭრე იოსებ ივანეს ძე კომახიძემ, რომ ნისიად გაეგზავნათ მისთვის 10 თუმნის წიგნები. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა გაერკვია იყო თუ არა ი. კომახიძე სანდო პიროვნება და შემდეგ გაეგზავნათ მისთვის მოთხოვნილი წიგნები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცალი ცხრილი, რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ ცხრილების გადამოწმება დაავალა ლუარსაბ ბოცვაძესა და სერგი გორგაძეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ მოხსენება გააკეთა ფილიპე მგელაძემ, რომლის საფუძველზეც გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მზრუნველ არისტოფანე რამინიშვილისთვის, მიეღო მნიშვნელოვანი ზომები სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამ პერიოდში სკოლაზე თვალ-ყურის დევნება გრიგოლ ბურჭულაძეს დაევალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგეს, ანასტასია წერეთელს სთხოვა, სამკითხველო დაუყოვნებლივ გადაეტანა ავლაბარში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის თებერვალში პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის (მისივე სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას რომ წარმოადგენდა) ხელმძღვანელობა ჟენევის ქართველ სტუდენტობას დაევალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სკოლისთვის სთხოვა: 20 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, 15 იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, 10 სოკოვინის სახატავი, 25 კალანდარიშვილისრუსული ენის სახელმძღვანელო, 18 სემენოვის „დარ სლოვა“, 2 მიხეილ ნასიძის ქრესტომათია, 20 დაფა, 120 სახატავი რვეული, 120 ქართულისა და ამდენივე რუსულის რვეული. საზოგადოებამ თხოვნა დააკმაყოფილა.