ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51384

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს იოსებ იოსების ძე ანთაძე იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილი იყო პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1900

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი სიმონ თოთიბაძე ბათუმის სკოლაში 8 წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის, ქუთაისის, სოხუმისა და გაგრის რეალური სასწავლებლები საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გორის, ხაშურის, ფოთის, ხონის, სოხუმის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქუთაისის პირველი, თბილისის I, II, III, IV, V, VI, VII, წმინდა ნინოს სახელობის თბილისის, ქუთაისისა და სიღნაღის ქალთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს კავკავის სკოლასთან დაარსდა საკვირაო სკოლა უფროსებისათვის, სადაც ასწავლიდნენ გიორგი ნათაძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე გვარამაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი და მთავარდიაკვანი ღუდუშაური.

1900

ტიპი: განათლება

1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლაში ორი მასწავლებელი იყო: თედო რაზიკაშვილი და ხელსაქმის მასწავლებელი ანასტასია შავლახაშვილი.

1908

ტიპი: განათლება

ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძის დამსახურებითი სიის მიხედვით, 1908 წელს მან დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ვერცხლის მედლით და პარიზის კურსები „Alliance français". ასევე კავკასიის სამასწავლებლო ოლქში ჩააბარა ფრანგული ენის გამოცდა და მიენიჭა ოჯახის მასწავლებლის წოდება.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ალექსანდრე ჭყონიამ და ალექსანდრე მიქაბერიძემ – ბათუმის სკოლა მოინახულეს. მათი მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მაჰმადიანი მოსწავლეები ოდნავ ჩამორჩებოდნენ დანარჩენებს. მათ სკოლის სამზრუნველო გააფრთხილეს, რომ ყველა ღონე ეხმარათ მაჰმადიანთა სწავლის გასაუმჯობესებლად.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ჩაილურში, ქვემო ყანდაურაში, შიბლიანში, მელაანში, ჩალაუბანში, გურგენიანში, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდაში პირველდაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ოსურ და აზერბაიჯანულენოვან სოფლებში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი ონისიმეს ძე მელითაური იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა თბილისის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: განათლება

ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა დაამთავრა ასტრახანის გიმნაზია და მოსკოვის სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ლეონტი ნესტორის ძე რევიამ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ნინო ქრისტეფორეს ასულმა ციცქიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის გიმნაზიის მერვე კლასში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.