რეგისტრირებული ფაქტები47965
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ავტორობა
1894-1895 წლების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავის ადგილი მოცულობით ძალიან პატარა იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურდა წიგნსაცავისთვის უფრო დიდი და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა, თუმცა გამგეობის იმედი, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელ ადგილს იშოვიდა არ გამართლდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ძველ ნივთებს, ფულებს და წიგნებს იმ იმედით აგროვებდა, რომ შეძლებდა საკუთარი მუზეუმის აშენებას და მათ სხვა არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად მოათავსებდა. გამგეობამ მომავალი მუზეუმის გეგმა არქიტექტორს შეადგენინა და აპირებდა იმ პირისთვის გაეგზავნა, რომელიც მუზეუმისთვის ადგილის შემოწირვას დაპირდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი ასაჩივრებდა გამგეობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას – ქართულად სწავლებას და საზოგადოების დახურვას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა გამგეობამ დათმო თავისი პოზიცია.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სკოლების დათვალიერების საქმე არ იყო ორგანიზებული. მისი აზრით, არ შეიძლებოდა 16 სკოლიდან მხოლოდ 4 დათვალიერებულიყო. გამგეობას გარეშე პირისათვის უნდა დაევალებინა სკოლების შემოწმება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სკოლები უყურადღებოდ იყო დატოვებული. ასევე არ იმართებოდა სახალხო კითხვები და ლექციები ხალხისთვის, წიგნის მაღაზიის საქმე არ მიდიოდა კარგად და არც სახალხო წიგნების გამოცემის საკითხი იყო ორგანიზებული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო საზოგადოების განყოფილება გახსნილიყო იქ, სადაც მათი სკოლები არ არსებობდა. მაგალითად, შესაძლებელი იყო გერგეთში საზოგადოებას თავისი განყოფილება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაეხსნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სკოლებისთვის სწავლების სანიმუშო პროგრამა შეადგინა და ყველა სკოლის მასწავლებელი ვალდებული იყო ამ პროგრამით ეხელმძღვანელა. ხოლო, როცა ზოგიერთი სკოლის მასწავლებელმა საზოგადოების პროგრამით არ იხელმძღვანელა გამგეობამ შესაბამისი ზომები გაატარა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ ორი წლის წინ გამგეობამ მთავრობასთან შუამდგომლობა აღძრა, რათა მასწავლებლებისთვის სისტემატიური კურსები ქართულ ენაზე ჩაეტარებინა, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა. საზოგადოების გამგეობამ კი ჩათვალა, რომ რუსულ ენაზე კურსების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სკოლებს ხსნიდა იქ, სადაც ქართულ ენას ყველაზე მეტად უჭირდა, მაგალითად ზუგდიდის მაზრაში, თერგის ოლქში და სხვ. საზოგადოების გამგეობა მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ზრუნავდა სამუშაო გეგმის შესრულებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იანვრიდან გამგეობას მიწვეული ჰყავდა სკოლების დამთვალიერებელი პირი, რომლის ვალდებულებაც სასკოლო სექციისთვის სკოლების ავ-კარგის მოხსენება იყო. გამგეობას კარგად ესმოდა საზოგადოების მიზანი და 35 წლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის ადგენდა საქმის წარმოების გეგმას იმდენად, რამდენადაც მას ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობისაგან სასკოლო სექციას ვრცელი გეგმის შემუშავება ჰქონდა დავალებული თუ როგორ უნდა მოემზადებინა მასწავლებლები საზოგადოების სკოლებისთვის. ამასთანავე სასკოლო სექციის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახალხო შეხვედრების მოწყობას, რომელსაც გამგეობასთან არსებული სახალხო კითხვებისა და ბიბლიოთეკების მომწყობი სექცია ხელმძღვანელობდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკას საკუთარი გამგე, ორი გამგის თანაშემწე და ორი მსახური უნდა ჰყოლოდა. მათი ხელფასისთვის საზოგადოებას ყოველწლიურად 3000 მანეთი დასჭირდებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკას წიგნების, ინვენტარისა და ქონების საკუთარი კატალოგი ექნებოდა და ნებისმიერ დროს შეძლებდა შეემოწმებინა საისტორიო საზოგადოებისათვის მიბარებული ქონება. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა ყოველწლიურად საზოგადოებას მუზეუმ-ბიბლიოთეკისთვის აძლევდა საისტორიო საზოგადოებას გადასცემოდა მანამ, სანამ მუზეუმ-ბიბლიოთეკა ამ საზოგადოების ხელში იქნებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ საისტორიო და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა შეერთდეს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა დროებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებაში დარჩეს, ხოლო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მოსავლელად და შესასწავლად მიებაროს. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე სიმონის ძე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შემდეგი კრება დანიშნეს 16 ნოემბერს, კვირა დღეს, ახალი კლუბის დარბაზში დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.