რეგისტრირებული ფაქტები47981
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხის განხილვას დაიწყებდნენ მას შემდეგ რაც სენაკისა და ქუთაისის სამზრუნველო აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ს. ვახვახოვმა, რომ მისი თავდებით სოფელ შილდაში საკომისიოდ გაეგზავნათ წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და 10 თუმნის ღირებულების წიგნები გააგზავნა სოფელში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმები უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისი აზრით, მუზეუმების მდგომარეობა უნდა შეესწავლათ და ყურადღება მიექციათ იქ დაცული ნივთებისთვის, რათა არ დაკარგულიყო და არ გაენადგურებინათ ისინი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში სამეურნეო განყოფილებები უნდა დაეარსებინათ, რათა სკოლები ხალხის სამსახურში ყოფილიყო და მათი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გამხდარიყო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა კრებას მიმართა, ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი დავთრებში დაშვებული შეცდომის გამო, რომლის მიხედვითაც მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი, და თუ ფავლენიშვილი თავს ვერ გაიმართლებდა თავს, ეს თანხა მას გადაეხადა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა კრებაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო საზოგადოების დავთრებში მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი. მას ეს თანხა თავის ვალად არ მიაჩნდა, მაგრამ შემოჰქონდა საზოგადოების სალაროში, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოების წევრთა სახელები შეულახავი უნდა ყოფილიყო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა გამგეობას „ბუნების კარის“ გამომცემლობითი ვალდებულებისგან, რათა შესძლებოდათ არისტო ქუთათელაძის თხოვნის შესრულება და მისი კონკურენტული სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემა. გამგეობას ძალიან ადვილად შეეძლო თავის საკუთარ გამოცემად ჩაეთვალა ამ წიგნის მე-10 გამოცემა, რადგან ამ გამოცემიდან უკვე გაეყიდათ 1600 ცალზე მეტი, ხოლო ფულის მიცემა უნდა დაეწყოთ 1-ლი იანვრიდან.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაევალებინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, დაუყოვნებლივ მოეხდინა სკოლის ყოველმხრივი რევიზია და შედეგი წარმოედგინა გამგეობისთვის. ამასთანავე კომიტეტს უნდა დაესახელებინა ღონისძიებანი სკოლის გაუმჯობესებისათვის.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა, რომ გამგეობას გაეგზავნა სამ-სამი თუმნის წიგნები ვლადიმერ დავითის ძე ლომაძესთვის სოფელ ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისთვის სოფელ აცანაში. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წინააღმდეგი იყო მოსწავლეები საზოგადოების სკოლების დაწყებითი საფეხურიდან მთავრობის საშუალო სასწავლებლებში გადასულიყვნენ. ამასთანავე, ლუარსაბ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ხალხს მოსწონდა საზოგადოების სკოლები და ამიტომ მოსწავლეების რიცხვი კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში მხოლოდ ანა-ბანას არ ასწავლიდნენ. მოსწავლე საკმარის ცოდნას იძენდა და სანიმუშო პროგრამით განვლილ მასალას ოთხი წლის განმავლობაში იმდენად ათვითცნობიერებდა, რომ კურსის დასრულების შემდეგ თავად ზრუნავდა თვითგანვითარებაზე.