რეგისტრირებული ფაქტები46294
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, მას მაისში სამეცნიერო მიზნით ნუმიზმატიკური ნივთების დათვალიერება დასჭირდა, კარადის გასაღები მაშინაც გაფუჭებული იყო. მან ვერ გაიხსენა ოქროს ფულები იყო თუ არა იქ, ხოლო ოქროს საბურნუთე მუზეუმის ნივთებში არ უნახავს და ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეეძლო.
1913
ტიპი: ავტორობა
სერგო კაკაბაძის 1913 წლის 12 თებერვლის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთების კარადის დაკეტვის დროს ვასილ კლდიაშვილს გასაღები გაუტყდა. თვითონ აპირებდა გასაღების გამოცვლას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო აპრილში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასილ კლდიაშვილისაგან შეიტყო, რომ გასაღები ისევ გასაკეთებელი იყო და კარადა ღია. მან ვასილ კლდიაშვილსა და ლუარსაბ ბოცვაძეს უთხრა, რომ აუცილებლად გაეკეთებინათ გასაღები, თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, როდესაც სერგო კაკაბაძე მას კარადას, რომელშიც ოქროს ფულები იყო მოთავსებული, აკეტინებდა გასაღები გატყდა და კარადა დაუკეტავი დარჩა. კარადიდან სამუზეუმო ნივთები არსად არ გადაუტანიათ. ხოლო საკეტის გაფუჭების შემდეგ ვინმე ათვალიერებდა თუ არა ნივთებს მან არ იცოდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძე ოქროს ფულებს, რომლებიც დაიკარგა ხშირად უჩვენებდა ერთ კაცს, რომელიც კაკაბაძის ნებართვით, მისი ზედამხედველობის გარეშეც ათვალიერებდა მათ. ერთხელ კაკაბაძემ ეს ფულები სახელმწიფო ბანკის გამგესაც დაათვალიერებინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კერძო პირების მიერ ბიბლიოთეკების დაარსების საქმის მოსაწესრიგებლად გამგეობას დამაარსებლისგან მათი კარგად მოწყობის გარანტია უნდა მოეთხოვა. თავად გამგეობას სკოლებთან ერთად ჯეროვნად უნდა მოეწყო ბიბლიოთეკები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კავთისხევის ბიბლიოთეკა და წვრილი კრედიტის თანამშრომლები ერთ შენობაში იყვნენ მოთავსებულები და ადვილი შესაძლებელი იყო მათ ლუდი მიეტანათ სამსახურში, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა გამგეობის დაუდევრობად არ უნდა ჩაეთვალათ და არც სამკითხველო მოენათლათ ლუდხანის სახელით.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გამგეობას თბილისიდან სოფლის ბიბლიოთეკისთვის ისე მიექცია ყურადღება, რომ არ განმეორებულიყო ის შემთხვევა, რაც კავთისხევის ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა თანამშრომლებს ლუდი შეუტანიათ იქ. მსგავსი შემთხვევების ზედამხედველობისთვის გამგეობა დარაჯს ვერ დააყენებდა ბიბლიოთეკებში. მაშინ კავთისხევში გამგე არ ყოფილა და სწორედ ამით უსარგებლიათ თანამშრომლებს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იყო ბიბლიოთეკების რაოდენობა მცირე ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, რადგან ცუდი ბიბლიოთეკები სახელს უტეხავდნენ საზოგადოებას. ამის გამო მათი მოწყობის სისტემა უნდა შეემუშავებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ 66 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 15 იყო ნორმალურად მოწყობილი, რასაც ბიბლიოთეკების გახსნის სისტემის არარსებობა განაპირობებდა. მხოლოდ გახსნის ნებართვის გაცემა და წიგნების შეწირვა არ იყო საკმარისი ბიბლიოთეკის კარგად ფუნქციონირებისთვის. საჭირო იყო კარგი ხელმძღვანელების დანიშვნა და ხალხისთვის გასაგები წიგნების შეძენა, რათა ბევრი მკითხველი ჰყოლოდა მას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ახსნა, თუ რატომ ჭარბობდა ზოგიერთ ბიბლიოთეკაში რუსული წიგნები ქართულენოვანს. განაცხადა, რომ იქ კერძო პირები სწირავდნენ წიგნებს და შეუძლებელი იყო შემოწირულებაზე უარის თქმა. გამგეობა კი, როცა ამა თუ იმ სამკითხველოს ეხმარებოდა, ყოველთვის ქართულ წიგნებს უგზავნიდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა სთხოვეს ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან, რომ გადაეცათ განყოფილებისათვის კოსტავას ნაანდერძევი 100 თუმანი და შემდეგ მთავარ გამგეობას მიეღო ეს თანხა საპროცენტო ვალის ანგარიშში.