ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51014

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერია იყო დონის პოლიტექნიკუმის სააგრონომიო განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე იყო კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე სწავლობდა ბაქოს სკოლაში და მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას შუამდგომლობდნენ კონსტანტინე ფოცხვერაშვილი და ივანე სარაჯიშვილი.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოწმობა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო კარიჭაშვილი მოსკოვის უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის მსმენელი იყო. მას ორი 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული: ერთი – თბილისში, მეორე – გორში, სხვადასხვა სპეციალობით. ნინო კარიჭაშვილი მე-8 საზოგადოებრივი განვითარების კლასში უმაღლესი კურსების სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1914 წელს დაამთავრა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია და 1917 წლამდე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა მე-3 კურსზე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 თებერვალს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიის კანდიდატებად აირჩიეს თამარ ხარაბაძე, გიორგი ებრალიძე და იასონ ჩხენკელი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მარიამ ლომინაძემ განათლება ბათუმის ქალთა გიმნაზიაში მიიღო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით იასონის ძე ელიოზიშვილი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ გრიგოლის ძე ჭკუასელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე საუწყებათაშორისო კომისიამ განათლების მისაღებად სტიპენდიით იტალიაში გაგზავნა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.