რეგისტრირებული ფაქტები46294
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეეძინათ ის ქართული წიგნები, რომლებიც არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა და საჭირო იყო საქართველოს უკეთესად შესასწავლად.
1913
ტიპი: ავტორობა
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას წარუდგინა ხარჯთა სია: წიგნების ყდების შესაკეთებლად 500 მანეთი, წიგნების შესაძენად 600 მანეთი, ილია ჭავჭავაძის ტანისამოსის კარადისათვის 75 მანეთი, სამუზეუმო ნივთების კარადისათვის 210 მანეთი, სხვადასხვა მწერალთა ნივთების კარადა-ვიტრინისათვის 210 მანეთი, წიგნების ორი კარადისათვის 120 მანეთი, ხელნაწერებისა და ნივთების შესაძენად 1000 მანეთი, ბიბლიოთეკარის ხელფასისათვის 480 მანეთი, მსახურის ხელფასისათვის 300 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისათვის 100 მანეთი და მოულოდნელი ხარჯისათვის 100 მანეთი. სულ 3695 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ იმ დროისთვის სკოლაში ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 42 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლაზე გამგეობა წელიწადში ხარჯავდა 470 მანეთს, ხოლო სოფლელები სკოლას შეშითა და მოსამსახურის დახმარებით უზრუნველყოფდნენ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წელს ივანე პურადაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ ქუთაისში გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან (370 მან.) 14 მანეთი ერგებოდა იოსებ ქუთათელაძეს მწერლის სურათის მიწოდებისთვის, დარჩენილი 356 მან. კი ილიას ფონდს ეგზავნებოდა.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების აგენტის მიხეილ მღვდლიშვილის წერილი სვანეთში სკოლის გახსნის საჭიროებისა და იმ შემწეობის შესახებ, რომელიც ცაგერის საზოგადოებისგან უნდა მიეღოთ. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის განცხადებას.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 დეკემბერს სილიბისტრო თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში გამართული კრების ოქმს ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ და სთხოვს დაეხმარონ ფილიალის დაკანონებასა და შემდგომი საქმიანობის წარმართვაში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი 5%-იანი ქაღალდები უნდა გამოესყიდათ ბანკიდან, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა ა. როინაშვილს 1130 მანეთად. გამგეობამ ბანკიდან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა თომა მთავრიშვილმა, რომ ქუთაისში საზოგადოების სასარგებლოდ რამდენიმე აგენტი ქალი გამართავდა ღონისძიებას იმ პირობით, თუ შემოსული თანხა მოხმარდებოდა წიგნების გავრცელებას იმ სოფლებში, რომლებსაც ისინი დაასახელებდნენ. საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ კარგად იცნობდა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერებს, რომლებიც მალაქია ტოროშელიძესთან ერთად შეისწავლა მუზეუმში. გელეიშვილის აზრით, ორბელიანის ხელნაწერებიდან დაკარგული იყო დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ ინფორმაციის ფურცლები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დაათვალიერა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერები, რომელიც სულ 16 გვერდს შეიცავდა (კატ. N 1461). მას არ აკლდა არც ერთი ფურცელი და არც პორნოგრაფიული ხასიათის წერილები არ იყო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო დარბაისელ მწერალს პორნოგრაფიული ხასიათის წერილები დაეწერა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერებიდან დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ ინფორმაციის ფურცლები იყო დაკარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო ქართლში არსებული ბიბლიოთეკები. მაგალითად, გომის, ქარელის, სადაც ბიბლიოთეკებს მხოლოდ სახელი ჰქონდა და ხალხი არც ინიციატივას და არც ინტერესს არ იჩენდა რომ ისინი კარგად მოწყობილიყო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ეწერში სამრევლო სკოლის დამაარსებელმა ბუჭუა აფაქიძემ, რომ თვიურად თითო თუმანი გაეგზავნათ მისთვის, რათა მასწავლებელთათვის გადაეხადა ჯამაგირი. გამგეობამ აღნიშნული საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.