ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქის განყოფილებები საწევრო გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ. ასევე, სანამ რეფორმას ხალხი დაიწყებდა უმჯობესი იყო თავად საზოგადოების წევრებს მიეღოთ ცვლილება და საწევრო გადასახადი ერთი მანეთით შეემცირებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევქტო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ პროვინციის განყოფილებები საწევრო გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ორი მილიონ-ნახევარი ქართველიდან მხოლოდ სამიათასი რომ იღებდა კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობას ეს მხოლოდ საზოგადოების წევრების კარჩაკეტილობით იყო განპირობებული. მათ ხალხისთვის გზა უნდა გაეხსნათ, აქტიურობის საშუალება მიეცათ და საქმე მაშინვე გამოცოცხლდებოდა, წარმატების ელფერი მიეცემოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ხალხს თავად უნდა ეხელმძღვანელა თავისი საქმისთვის, ყველაფერი მათი საშუალებით და აქტიური მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო. ისინი ამ ყველაფრისთვის მზად იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მეორე ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ხალხს კი არ უნდა ემართა საკუთარი საქმე, არამედ თავად წევრებს უნდა ემსახურა მათი სურვილებისთვის, რასაც კიკალიშვილი მცდარ აზრად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ერთი ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აცხადებდა, რომ საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის, რასაც გამგეობაც ეთანხმებოდა. თავად კიკალიშვილი ამ პოზიციას არ იზიარებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლების გეგმა განხორციელებული იყო. იქ ხალხს განათლება ჰქონდა მიღებული და თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებას ითხოვდნენ. მათ, როლებსაც გააზრებული ჰქონდათ უფლებები დამოუკიდებლად შეძლებდნენ საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას. აქედან გამომდინარე, საწევრო გადასახადის შემცირება და ახალი წევრების მიღება აღარ იყო საშიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევქტო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი რამდენჯერაც დაისვა კრებაზე იმდენჯერვე უარყოფითად გადაწყდა. საზოგადოების წევრებს შორის ორი განსხვავებული პოზიცია არსებობდა: ერთნი ემხრობოდნენ შემცირებას, მეორენი – არა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ წინასწარ მიეცათ მისთვის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დახმარება, სულ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა სექციას მოახსენა, რომ მიეღოთ ისეთი წესი, რომლის მიხედვითაც სექცია გამგეობის ნებართვის გარეშე მომხმარებელთათვის წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გატანას ვერ შეძლებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ მაისის ხელფასი, ხოლო თვის ბოლოს – ივნისისა. ასევე ეცნობებინათ, როდის ჩავიდოდა კომისია სკოლის შესამოწმებლად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერდა საწევრო გადასახადის შემცირებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით ხართიშვილმა ითხოვა, სარევიზიო კომისიისთვის უფლება მიეცათ შეემოწმებინა შემოსავალ-გასავალი და გამგეობის საქმიანობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განმარტა, რომ წესდების თანახმად, სარევიზიო კომისიას უნდა შეემოწმებინა დაბეჭდილი წლიური ანგარიში და გამგეობის საქმიანობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველის მოვალეობა იყო კულტურული დაწესებულების განვითარებაში წვლილი შეეტანა 3 მანეთით, რაც მძიმე გადასახდელი არ იყო მუშისთვისაც კი, რომელსაც თვეში ხუთი შაურის გადახდა მოუწევდა ნაწილ-ნაწილ. ჯაჯანაშვილს არც სურდა ისეთი მუშა გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში, რომელსაც ხუთი შაური დაენანებოდა კულტურული დაწესებულებისათვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასთან წესდების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის ცუდი მაგალითი არსებობდა. მოსკოვის განათლების ლიგამ, როცა მთავრობას წესდების შეცვლა სთხოვა, მას საერთოდ აუკრძალა საქმიანობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს პავლე დავითის ძე საყვარელიძემ შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობისთვის ეთხოვათ ეშუამდგომლა მთავრობასთან წესდების მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც საწევრო გადასახადის შემცირებას ეხებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის დეკემბერში ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სასკოლო ინსტიტუციების შემოწმებისკენ მოუწოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრთა არჩევნები ჩატარდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოებაში 1568 წევრი ირიცხებოდა, აქედან საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოაკლდა 1057. იმ წელს საწევრო გადასახადი თითო წევრზე საშუალოდ 1 მანეთ და 48 კაპიკს შეადგენდა. შემდეგ წლებშიც დაახლოებით ამდენივე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, 1907 წელს მუშათა მონაწილეობით რომ არ დამარცხებულიყო გაბატონებული წრე საზოგადოებაში შემოიღეს წესი – ვინც ყოველწლიურად საწევრო გადასახადს – 3 მანეთს არ გადაიხდიდა, მას კენჭისყრის უფლებას ჩამოართმევდნენ. ამ დადგენილებით შემოსავლის ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899-1907 წლებში საწევრო გადასახადი 6 მანეთი იყო და ამ პერიოდში საწევრო გადასახადის შემოსავალმაც მოიმატა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წლამდე 12 წლის განმავლობაში, სანამ საზოგადოებაში მუშები ჩაეწერებოდნენ წევრებად საწევრო გადასახადის შემოსავალი იყო 6095 მანეთი, ხოლო მუშების გაწევრიანების შემდეგ – 1899-1907 წლებში 8 წლის განმავლობაში 15768 მანეთამდე გაიზარდა იგი. აქედან, თითო წევრი საშუალოდ თითო მანეთსა და 83 კაპიკს იხდიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წელს საზოგადოებაში გაწევრიანდნენ მუშები, რასაც წევრების მრავალრიცხოვანი მიღება მოჰყვა. სხვა დროს თუ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებას 100 წევრი შეემატა, 1899 წელს მუშების გაწევრიანებამ ისეთი გავლენა იქონია, რომ 1899 წლიდან 1907-მდე 972 წევრი დაემატა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1887 წელს საერთო წევრთა რიცხვი 440 იყო. 12 წლის შემდეგ ეს რიცხვი მხოლოდ 73-ით გაიზარდა – 513 გახდა. ასეთი სურათი შენარჩუნდა 1899 წლის წლიურ კრებამდე.