რეგისტრირებული ფაქტები51742
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მის სახელმძღვანელოებში შესწორების ან ცვლილების შეტანა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ გამგეობის წევრების 3/4 იქნებოდა ცვლილების მომხრე. აქედან გამომდინარე, ეს აკადემიური შრომა გამგეობისთვის უნდა დაევალებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ილია რუხაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესასწორებლად გარეშე პირები მიეწვიათ და გაწეული სამსახურისთვის ჯილდო დაენიშნათ. მისი აზრით, მსგავსი კონკურსის გამოცხადება საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. კრებამ რუხაძის წინადადება საყურადღებოდ მიიჩნია.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელებში ბევრი შეცდომა და ყალბი ადგილი იყო, რაც ცუდ გავლენას ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამიტომსაჭირო იყო პედაგოგებისა და სპეციალისტების კომისიის შექმნა „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შესასწორებლად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრმა არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო დადგენილება გამოეტანა ან სურვილი გამოეთქვა მხოლოდ ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც მათი ორგანიზაციის მოქმედების ფარგლებს არ სცილდებოდა და არა მაგალითად, განესაზღვრა და ცვლილება შეეტანა შემომწირველთა მოქმედება-სურვილებში. ჯაჯანაშვილის აზრს დაეთანხმა გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ლუკა ჯავახიშვილის წერილი, რომლითაც მან გამგეობას შეატყობინა, რომ თიანეთიდან გადასვლის გამო ვერ იმუშავებდა საზოგადოების აგენტად და მის მაგიერ გამგეობას შესთავაზა გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილის კანდიდატურა, რომელიც თანახმა იყო ემუშავა თიანეთში საზოგადოების აგენტად. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო საწევრო გადასახადის ერთ მანეთამდე შემცირება, რის შემდეგაც მისი გადახდა მუშას და წვრილ ბურჟუას არ გაუჭირდებოდა. ამით კი საზოგადოების წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდებოდა და შემოსავალი მოიმატებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქის განყოფილებები საწევრო გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ. ასევე, სანამ რეფორმას ხალხი დაიწყებდა უმჯობესი იყო თავად საზოგადოების წევრებს მიეღოთ ცვლილება და საწევრო გადასახადი ერთი მანეთით შეემცირებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ორი მილიონ-ნახევარი ქართველიდან მხოლოდ სამიათასი რომ იღებდა კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობას ეს მხოლოდ საზოგადოების წევრების კარჩაკეტილობით იყო განპირობებული. მათ ხალხისთვის გზა უნდა გაეხსნათ, აქტიურობის საშუალება მიეცათ და საქმე მაშინვე გამოცოცხლდებოდა, წარმატების ელფერი მიეცემოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მეორე ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ხალხს კი არ უნდა ემართა საკუთარი საქმე, არამედ თავად წევრებს უნდა ემსახურა მათი სურვილებისთვის, რასაც კიკალიშვილი მცდარ აზრად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ერთი ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აცხადებდა,რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ იყო მზად, რასაც გამგეობაც ეთანხმებოდა. თავად კიკალიშვილი ამ პოზიციას არ იზიარებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლების გეგმა განხორციელებული იყო. იქ ხალხს განათლება ჰქონდა მიღებული და თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებას ითხოვდნენ. მათ, როლებსაც გააზრებული ჰქონდათ უფლებები დამოუკიდებლად შეძლებდნენ საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას. აქედან გამომდინარე, საწევრო გადასახადის შემცირება და ახალი წევრების მიღება აღარ იყო საშიში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევქტო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი რამდენჯერაც დაისვა კრებაზე იმდენჯერვე უარყოფითად გადაწყდა. საზოგადოების წევრებს შორის ორი განსხვავებული პოზიცია არსებობდა: ერთნი ემხრობოდნენ შემცირებას, მეორენი – არა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ წინასწარ მიეცათ მისთვის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დახმარება, სულ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა სექციას მოახსენა, რომ მიეღოთ ისეთი წესი, რომლის მიხედვითაც სექცია გამგეობის ნებართვის გარეშე მომხმარებელთათვის წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გატანას ვერ შეძლებდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ მაისის ხელფასი, ხოლო თვის ბოლოს – ივნისისა. ასევე ეცნობებინათ, როდის ჩავიდოდა კომისია სკოლის შესამოწმებლად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველის მოვალეობა იყო კულტურული დაწესებულების განვითარებაში წვლილი შეეტანა 3 მანეთით, რაც მძიმე გადასახდელი არ იყო მუშისთვისაც კი, რომელსაც თვეში ხუთი შაურის გადახდა მოუწევდა ნაწილ-ნაწილ. ჯაჯანაშვილს არც სურდა ისეთი მუშა გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში, რომელსაც ხუთი შაური დაენანებოდა კულტურული დაწესებულებისათვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასთან წესდების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის ცუდი მაგალითი არსებობდა. მოსკოვის განათლების ლიგამ, როცა მთავრობას წესდების შეცვლა სთხოვა, მას საერთოდ აუკრძალა საქმიანობა.