ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო საზოგადოებას ჰქონოდა ცოტა, მაგრამ კარგი სკოლები, ვიდრე ბევრი და ცუდად მოწყობილი. ასევე სტიპენდიების უმრავლესობა არ ამართლებდა და ამიტომ, სასარგებლო იქნებოდა სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა სკოლების კეთილმოწყობისთვის გამოეყენებინათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლი მასწავლებელთა და მოსწავლეთა გაცდენების აღნუსხვის შესახებ, ამის შესახებ მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის მოსაზრება და განმარტებითი წერილი სკოლის გამგე ტიტე კახიძისა ბოცვაძის მოსაზრების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და განყოფილებების წარმომადგენელთა საერთო სხდომაზე განსახილველად წარმოადგინეს შემდეგი საკითხი: განყოფილების წევრი ითვლებოდა თუ არა მთავარი საზოგადოების წევრად და შეეძლო თუ არა ესარგებლა ხმის მიცემის უფლებით და პირიქით მთავარი საზოგადოების წევრი ითვლებოდა თუ არა განყოფილების წევრად ხმის უფლებით. ეს საკითხი სხდომაზე არ განუხილავთ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრება არ შედგა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაიხადეს საწევრო გადასახადი და საზოგადოებას წარუდგინეს გადახდის ქვითრები, რომლებსაც ხელს აწერს მდივანი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს  გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სკოლა და ბიბლიოთეკა. დოკუმენტს ხელი მოაწერა გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, დიმიტრი ნადარეიშვილმა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1912 წლის ბოლომდე ჩატარდა ერთი სხდომა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც განყოფილების სარევიზიო კომისია იმ დრომდე არ იყო არჩეული. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ საგამომცემლო სექციას დაავალა წიგნების გამოცემის საქმე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებისთვის ფუნქციების გადანაწილების დროს საზოგადოება შრომის განაწილების პრინციპს იცავდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა 4 საათსა და 40 წუთზე. შემდეგი კი დაინიშნა კვირა დღეს, 14 დეკემბერს დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1892 წელს დაარსდა თბილისის I ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1901 წელს დაარსდა ხონის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1901 წელს დაარსდა თბილისის III ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1901 წელს დაარსდა შილდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ მალე გადაეწყვიტათ სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლის გახსნის ნებართვა უნდა გამოეთხოვათ მთავრობისგან, ხოლო სკოლის მზრუნველობა მიანდეს სიღნაღის განყოფილებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა კავკავის განყოფილების გამგეობამ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უნდა განეხილათ 19 მარტს საერთო კრებაზე. მოხსენების განხილვა გამგეობამ 17 მარტისთვის გადადო. კრების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სერგო დავითის ძე ჯაფარიძის განცხადება, რომ დროის უქონლობის გამო ვერ დაესწრება გამგეობის სხდომებს, ამიტომ ითხოვს ამოირიცხოს გამგეობის წევრობიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის თხოვნას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სასკოლო სექციას დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას ვერ მისცემდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა სამუზეუმო სექციის წევრმა დავით კარიჭაშვილმა მუზეუმისთვის მოსალოდნელი ხარჯის შესახებ. გამგეობამ მოხსენების საფუძველზე მას ხარჯთაღრიცხვის 39-ე მუხლის გათვალისწინებით გადასცა 238 მანეთი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1898 წელს დაარსდა დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1897 წელს დაარსდა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1895 წელს დაარსდა ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1896 წელს დაარსდა ქუთაისის ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ანგარიშს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.