რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა საზოგადოების განყოფილებებისთვის დაერიგებინა წესები წიგნებით ვაჭრობის შესახებ, ამიტომ მათ ევალებოდათ კერძო პირების საშუალებით გაევრცელებინათ წიგნები, რომლებიც გადაეცემოდათ მთავარი გამგეობისგან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლაში, რომელსაც მართავდა მოსე ივანეს ძე ნათაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-5 მუხლის თანახმად საკლასო ენა ქართული იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის თანამშრომლებს ხელფასი გაუგზავნა, მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს 66. 66 მანეთი, ხოჯას – 20 და მოსამსახურეს – 10, სულ 96. 66 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულ ანტონ დავითის ძე თოიძის, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულების – დავით პავლიაშვილის, მიხეილ სოხაძის და თბილისის სახელოსნო სასწავლებლის კურსდამთავრებულ დავით სხირტლაძის თხოვნა წინარეხის სკოლაში მასწავლებლობის თაობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის სასწავლებლების სრული გაეროვნების მიზნით გურჯაანის, შრომის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის, ვაქირის, ანაგის, ბაკურციხისა და ვეჯინის პირველდაწყებით სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დამატებას გეგმავდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მღვდელ ბესარიონ ფირცხალავას მოთხოვნა სკოლისათვის წიგნების გაგზავნის თაობაზე არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან გამგეობამ სამეგრელოს სკოლებისთვის სასწავლო ნივთები და წიგნები გაუგზავნა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლებლების საბჭოს და მთხოვნელს ხსენებული საბჭოსთვის უნდა მიემართა. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 1-ელ ნოემბერს ანტონ თოიძემ წინარეხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს ვარლამ მგელაძის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ვანის რაიონის საზოგადოების კრებამ ვანის დაწყებითი სასწავლებლის რვაკლასიან გიმნაზიად გადაკეთების საკითხი განიხილა. ოქმს ხელს აწერდა ვანის საზოგადოების კომისარი მოსე ბელთაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს პეტრე ჩარექიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სახალხო სკოლების დირექტორის ნებართვის გარეშე თონეთის სკოლებში სწავლა არ უნდა შეწყვეტილიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ტერეზია შერვაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ განჯაში გამართულ ღონისძიებაზე შესაწირის სახით 54.30 მანეთი გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველიდან 20 მარტამდე საზოგადოებას 15546.93 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის მეორე სამკითხველოსთვის წიგნების გაგზავნა სთხოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაგრატიონ-დავითაშვილისამ წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 1 მან. 15 კაპ.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი 1916 წელს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს სთხოვა, რომ ნება დაერთო 1918 წლის პირველი ნოემბრიდან მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან მიეღო ოთხი გაკვეთილის ანაზღურება – 75 მანეთი. ხელს აწერენ დირექტორის მოვალეობის აღმასრულებელი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვალერიან ლორთქიფანიძემ, დავით კარიჭაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვებმა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ იოსების ძე ანთაძის, დომენტი ართილაყვას, ნესტორ ტიმოთეს ძე ბოკუჩავას, ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილის, ვლადიმერ ილიას ძე ბაბილუას, თედო ბეგიაშვილის, დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილის, ანა სტეფანეს ასულ გაბელაიასა და კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ტიტე ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის დროებით გადაეცათ „კარაბადინი“ და სხვა საექიმო წიგნები. ნიკოლოზ ცხვედაძემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს სოფელ ხიდისთავის სამკითხველოს გამგე ანტონ რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხიდისთავის სამკითხველო მათი გამომცემლობის წიგნებით მოემარაგებინათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა 20 ცალი „დედა ენა“ და 40 ცალი რვეული ახალციხის მაზრის აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ მოსწავლეებს საზოგადო წლიური გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც მშობლები, ნათესავები, ქართველი და მაჰმადიანი საზოგადოების საპატიო წევრები ესწრებოდნენ.