ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ სენაკისა და ყვარლის განყოფილებათა დათვალიერების შესახებ. აღნიშნული საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბაქოში მდებარე ბიბლიოთეკის კომიტეტის წევრმა ივანე ელიაშვილმა, რომ ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობის გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკას გაუგზავნეს 5 თუმნის ღირებულების წიგნები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა განცხადება გააკეთა სურათებიანი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის აზრს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა განყოფილებათა წარმომადგენლების მოწვევის შესახებ, რის შემდეგ გამგეობამ გადაწყვიტა, რომ განყოფილებათა წარმომადგენლების სხდომა გაიმართებოდა 19 მარტს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა, რომ დაეთმოთ მისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემა. გამგეობამ განაცხადა, რომ მოხარულები იქნებოდნენ, თუ მ. გედევანიშვილი გამოსცემდა ი. ჭავჭავაძის თხზულებებს, ამიტომ ნება დართეს ესარგებლა საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებით, ასევე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელის მოწერის დროს მ. გედევანიშვილს გამგეობისთვის უნდა გადაეცა 100 მანეთი, ასევე პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ 300 მანეთი და მეორე ტომის დაბეჭდვის შემდეგაც 300 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანასტასია წერეთელმა, რომ სურდა გამოეცა მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის თხზულება „ლომ-კაცი“, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა და ამიტომ გამგეობას სთხოვა ერთი კვირით დაეთმოთ მისთვის ეს წიგნი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ზაქარია ჭიჭინაძეს სურდა დაებეჭდა „კონროდ კიფერი“, რომელიც დაბეჭდილი ყოფილა 1863 წელს „საქართველოს მოამბეში“ და რადგან სხვაგან ვერ იშოვა, გამგეობას სთხოვა ერთი თვით დაეთმოთ ხსენებული წიგნები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილების დაკანონება სთხოვა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 7 აგვისტოს ეპისკოპოსი დავით ალავერდელი სწერდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ქართველი მაჰმადიანების განათლების გაუმჯობესების მიზნით საზოგადოებას ყოველწლიურად 400 მანეთს შესწირავდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 დეკემბერს აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდია ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმში წიგნების საწყობის გახსნას და მთავარი გამგეობის გამოცემების მონოპოლიური უფლებით დათმობას სთხოვდა. სანაცვლოდ საზოგადოების ბათუმის განყოფილების ქართული სკოლა 10% საკომისიოს მიიღებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების შესახებ, რომლის განხილვაც გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გიორგი ყაზბეგმა განყოფილებათა წარმომადგენლების მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ განყოფილებათა წარმომადგენლების კრება შედგებოდა 19 მარტს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ სურს გორში, სოფელ ხელთუბანში დაარსოს სამინისტრო სკოლა, რისთვისაც გადადებული ჰქონია საჭირო თანხა. მისი განცხადებით, რადგან ხელთუბნის მოსახლეობა ღარიბია და არ შეუძლია სკოლისთვის შენობის აგება ან დაქირავება, ამიტომ გამგეობა ვალდებულია ხელთუბნის მომავალ სკოლას გადასცეს ყოფილი ქართული სკოლის შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა მისული და ასევე მიწა, რომელზეც ეს სკოლა მდებარეობს. გამგეობამ განაცხადა, რომ მათ კომპეტენციას არ შეადგენდა აღნიშნული საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა განცხადება გააკეთა სურათებიანი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ ე. თაყაიშვილის აზრს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა ბორჯომის განყოფილების წევრთა საზოგადო კრებაზე მომხდარი უწესო არჩევნების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ გამგეობისთვის წარმოედგინათ კრების ოქმი და ასევე გაეცათ პასუხი ვლადიმერ ყიფიანის განცხადებაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა, რომ დაეთმოთ მისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემა. გამგეობამ დაადგინა, რომ მოეწვიათ გედევანიშვილი შემდეგ სხდომაზე და პირისპირ მოლაპარაკებოდნენ ამ საკითხზე.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სილიბისტრო თოფურიძის ცნობით, 1881 წელს სოფელ ნოსირის სკოლის მოსწავლეთაგან ღარიბი იყო 28 ვაჟი, რომელთაც არ შეეძლოთ თავიანთი ხარჯით სასწავლო ნივთებისა და წიგნების შეძენა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის თხზულებები ძალიან მოთხოვნადი იყო საზოგადოებაში, თუმცა გასაყიდად აღარ იშოვებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე ტიტე კახიძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ დახმარებოდნენ ალაგირელ ქართველებს, რომლებიც აპირებდნენ სკოლის გახსნას. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს მიხეილ საბინინის წერილი, რომლითაც გამგეობას მიმართავს, რომ მისგან მიიღონ „საქართველოს სამოთხის“ კლიშეები სურათების ნიმუშის დაუბეჭდავად, რადგან ძნელია ყველა სურათის ნიმუშის დაბეჭდვა. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა ლავრენტი აგლაძემ, რომ დროებით დატოვონ ისევ სენაკის სკოლაში პედაგოგად და არ გადაიყვანონ თონეთის სკოლაში სამუშაოდ. გამგეობამ მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ნ. წერეთელმა და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლუკა რაზიკაშვილმა მოითხოვა სამი თუმანი იმ ფულიდან, რომელიც გამგეობას მისთვის ყოველთვიურად უნდა მიეცა, მან გამგეობას შესთავაზა თავისი ნაშრომის, „ახუნდის“ შესყიდვაც. გამგეობამ მისი ორივე თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თედო სახოკიამ, რომ მისგან შეესყიდათ მის მიერ გამოცემული წიგნი „ამირანის შვილნი“. გამგეობამ მისგან შეიძინა 100 ცალი წიგნი, რომლის საფასურად გადასცა 5 თუმანი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მეორე სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ანასტასია წერეთლისამ, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.