რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მღვდელ დავით ღამბაშიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 186.6 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ანასტასია წერეთელს წიგნებზე მუშაობისთვის 36.76 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, რომ მინდია ლაშაურისა და დავით კლდიაშვილის თხზულებების დაბეჭდვისას მათ მიერ წაყენებული პირობები გაეთვალისწინებინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლში (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 17 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სწავლება 180 დღე მიმდინარეობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს მინდია ლაშაურმა და დავით კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თავიანთი თხზულებების გამოცემის შესახებ კონკრეტული პირობები წარუდგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე როსტომაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 17.27 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ანტონ რამიშვილის თხოვნის საფუძველზე ხიდისთავის სამკითხველოს თავიანთი გამომცემლობის წიგნები გაუგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის წევრებს გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ნიღაბი წარუდგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ერისთავის დასაფლავებაზე გაგზავნილ დეპეშაში 1.5 მანეთი გადაიხადეს, ცნობაში კი — 1.80 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ბაღდან სომხიევი სანდო კაცი იყო, მაგრამ, იქაური ქართველების თქმით, მას თავისი სარგებელი ჰქონდა „სახეში“. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, წიგნები გასაყიდად მიებარებინათ ვინმე მაჭავარიანისთვის ან რამან ფორაქაშვილისთვის, რომელსაც დავით სარაჯიშვილის საქმეებიც ებარა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების აწყურის სკოლის მასწავლებელი-გამგე გრიგოლ ჭინჭველაძის თხოვნა 40-40 „დედაენის“, „რუსკოე სლოვოს“, ნატროშვილის „არითმეტიკული კრებულის“, წერის დედნის, 80 რვეულის, 20-20 ღამბაშიძის „ჟამნისა“ და „ლოცვანის“ გამგეობისგან გაგზავნის შესახებ. გამგეობამ არ დაკმაყოფილა თხოვნა, რადგან სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნაში აწყურის სკოლაც იყო გათვალისწინებული. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა წაიკითხა მოხსენება, რომ 1-ლ მარტს დაიბეჭდა მომგებიანი სესხის ბილეთი ნომრით 19364.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზში წერილი მიიღო თბილისიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით. გამგეობას ასევე აინტერესებდა, რამდენად სანდო კაცი იყო ვაჭარი ბაღდან სომხიევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი იქ ქართული წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზიდან თბილისში ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ იქაურმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვეს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის განმავლობაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 47-ჯერ დაესწრო ვარლამ ბურჯანაძე, 39-ჯერ – შიო დედაბრიშვილი, 37-ჯერ – იოსებ გიორგობიანი, 26-ჯერ – იპოლიტე ვართაგავა, 23-ჯერ – ნინო ნაკაშიძე, 14-ჯერ – ქრისტინე შარაშიძე და 8-ჯერ – ვასილ წულაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლა მოინახულეს: მთავრობის წარმომადგენელმა, ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობიდან იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იოსებ ცხვედაძეს მოსწავლეებისთვის დასარიგებლად 7. 60 მანეთის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა წევრთა სიმცირის გამო არ გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია მივიდა, გამგეობიდან კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში გამართული სრულიად საქართველოს სკოლის მასწავლებელთა ყრილობის დღის წესრიგში იყო: სასკოლო რეფორმა, მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პედაგოგთა კავშირის წესდების პროექტის განხილვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს რაფიელ (რაფაელ) ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 350 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 500 მანეთი გადასცა.