ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45905

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერს ვაჩნაძიანში 3 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1874

ტიპი: მფლობელობა

1874 წელს ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს თბილისში სტუდია ჰქონდა.

1860

ტიპი: მფლობელობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.

1862

ტიპი: მფლობელობა

1862 წელს სახელმწიფო კანცელარიამ კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ქართული ჟურნალის, „საქართველოს მოამბის“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში პოლიტიკური სტატიები არ დაიბეჭდებოდა.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.

1881

ტიპი: მფლობელობა

1881 წლის სექტემბერში გიორგი შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს ცხენი აჩუქა.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმის „ანკარა“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ილია ჭავჭავაძემ ბარბარე ღვინიაშვილისგან თბილისში, ანდრეევის ქ. №22-ში, მდებარე სახლი შეიძინა და გაარემონტა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მაქსიმე გაჟონია ბინას ფლობდა მოსკოვის ქუჩის N20-ში.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძე მამულს ფლობდა გორის ოლქში.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძეს დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახურმა დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობა აცნობა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ სამეგრელოში, გორდსა და ზუგდიდში მამულებს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კვესეთში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 170 დესეტინა და 960 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძეს ზვარი ჰქონდა თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკის სიის შედგენა მალე დასრულდებოდა და ბიბლიოთეკას თბილისში გამოგზავნიდნენ.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის დეკემბერში ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მიერ თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული უძრავი ქონების გადასახადი 3327 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა. ამ თანხიდან ქონების სანაცვლოდ აღებული თანხა 3127 მანეთი და 75 კაპიკი იყო, ხოლო 199 მანეთი 42 კაპიკი – პროცენტი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, დუქანსა და 661 კვადრატულ საჟენ მიწას.