ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის გამგე და პირველი კლასის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება 1909 წელს დაარსდა. განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე აირჩიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 10 იანვარს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე, ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე და პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 28 ივლისს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 28 ივლისს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნიკოლოზ სერგის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 28 ივლისს ტარიელ გიორგის ძე ინასარიძე და ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები გახდნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 28 ივლისს ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე და ბესარიონ ოქროპირის ძე გაჩეჩილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 2 აგვისტოს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბრამდე კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 26 აპრილს სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სიღნაღის აგენტობაზე უარი უთხრა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილს სიღნაღის აგენტობა შესთავაზა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს არჩილ სიმონის ძე აბაშიძე, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე და ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.