ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ თელავის სასწავლებლისთვის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების დროს სამშენებლო კომპანიამ დირექციასთან აღძრა შუამდგომლობა, რათა ბარკალაიასთვის მიეცათ სასწავლებლის შენობის მეორე სართულის ფანჯრებისა და კარების ცარიელი ადგილების საფასური, რაც გამოკლებული იყო ანგარიშიდან. ეს საფასური, ინჟინერ იოს. ლომიძის ანგარიშით, 440 მანეთი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ თელავის სასწავლებლისთვის შენობის მშენებლობის პერიოდში მან ყველა ვალდებულება შეასრულა, ათანასე ნემცანმა კი – არა. ბარკალაიამ ააშენა ორი შენობა, რადგან შენობას სარდაფისთვის მეტი ფართი დასჭირდა. ამასთანავე, სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისამ საკუთარი ბინაც გაადიდა, რის გამოც 56 კუბური საჟენის ნაცვლად 114 კუბური საჟენი ააშენა, შედეგად იგი რამდენიმე ათასი მანეთით დაზარალდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ნოემბერს თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ალ. მდივანმა საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მ. ბალანჩივაძის გეომეტრიის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა. ასევე მისწერა, რომ ქუთაისის სახალხო სკოლების უფროსისაგან ბალანჩივაძის დოკუმენტების მიღებას ათი დღის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ არ მიუღია. ხელს აწერენ: დირექტორი ალ. მდივანი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმის წარმოება ქართულ ენაზე იყო საჭირო. საქმის მწარმოებელს და კლასის დამრიგებელს თამარ ილარიონის ასულ ციციშვილ-გუბარევისას კი ქართულ ენაზე დოკუმენტების შედგენა არ შეეძლო, რის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. კინწურაშვილმა გამოცდილი საქმისმწარმოებელი ვერ იშოვა და შუამდგომლობით კვლავ გუბარევისა დააბრუნა სამსახურში. საქმიან ქაღალდებს თავად დირექტორი ადგენდა, გადაწერაში კი ეხმარებოდა გუბარევისა, რომელიც ქართულ ენაზე საქმიანი ქაღალდების შედგენას სწავლობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს აცნობეს, რომ სასურველი იყო განათლების სამინისტროს ყველა საქმე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, წინასწარი განმარტებისთვის სამინისტროში გაეგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს განმარტება მოსთხოვა იმის თაობაზე თუ რატომ იყო დროებითი დებულებით გაუქმებული 1919 წლის 3 ივლისის კანონი, რომლითაც ალექსანდრა მიხეილის ასული ბალტინგი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორმა ალ. მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 სექტემბრის N23 ბრძანების თანახმად, ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილი საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1915 წლის გაზაფხულზე ათანასე ნემცანთან ერთად თელავის ორკლასიანი სასწავლებლის ასაშენებლად იჯარით აიღო შენობა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პერიოდში სამშენებლო მასალები ძვირი იყო, 1917 წელს სასწავლებლის მშენებლობა მაინც დაასრულეს. გაზაფხულზე კი მშენებლობა იმ ეტაპზე იყო, რომ სასწავლებელი ახლადაშენებულ შენობაში გადაიტანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ჭავჭავაძეს მისწერეს, რომ 1918 წლის 20 თებერვლის სამშენებლო კომისიის დადგენილების თანახმად, ივანე ზურაბის ძე ბარკალაიასთვის გადაეცა 440 მანეთი. თუ სასწავლებელი ვერ მოახერხებდა თანხის გამოყოფას, მას ქალაქის თვითმმართველობისთვის უნდა მიემართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 მარტს დირექტორმა ალ. მიქაბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს უფლება მისცეს მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დაკარგული ლაბადის ზარალის ასანაზღაურებლად 1600 მანეთი გამოეყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა მათემატიკის მასწავლებელი ფელიციტა ივანეს ასული კორენევისა. იგი თბილისში ითხოვდა გადასვლას. ასეც რომ არ ყოფილიყო, მისი გიმნაზიაში დატოვება არ შეიძლებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიურმა საბჭომ ნინო კარიჭაშვილს I-IV კლასი ჩააბარა. მას შეეძლო რუსული ენა მე-4 კლასისთვის მე-5 კლასშიც ესწავლებინა. სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევს ეს არ შეეძლო, რადგან მას შესაფერისი განათლება არ ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს შეატყობინეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებელ ბაღაშვილის დათხოვნის საქმის სამართლიანად გამოკვლევასა და გადაწყვეტას მხარს უჭერს განათლების სამინისტრო, რისთვისაც მიიღო კიდეც შესაფერისი ზომები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მაისს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ხელსაქმის მასწავლებელს ალექსანდრა მიხეილის ასულ ბალტინგს კვირაში ექვსი გაკვეთილი ჰქონდა. ზოგადად, მასწავლებლებს ხუთეული ჯილდო გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით ეძლეოდათ და ვინაიდან, სრული ხუთეულისთვის 12 შტატგარეშე გაკვეთილი იყო საჭირო, ბალტინგს ექვსი გაკვეთილისთვის ნახევარი ხუთეული ჯილდო ეკუთვნოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა – სულ 219 მან. 13 კაპ. ოდენობით. გამგეობამ დაამტკიცა დახარჯული და დასახარჯი თანხები. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს წინარეხის სკოლის შენობისთვის გადაეცა 10 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტისგან მოითხოვა სენაკის სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის განცხადება.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგი ლევანის ძე ხეჩინაშვილის, შალვა რაჟდენის ძე ხუნდაძის, მარიამ ხუციშვილის, მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძის, დიმიტრი გიორგის ძე ხმიადაშვილის, გიორგი პავლეს ძე ჯაკობიას, ლევან ტარიელის ძე ჯავრიშვილის, ბიძინა სიმონის ძე ჯაფარიძის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში, რომ წინარეხის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელს, ანტონ თოიძეს გადაეცა საგზაო ფული – 6 მან. 10 კაპ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძის, ნინო ციცქიშვილის, ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძის, ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერიასა და ფატი სილოვანის ასულ ხუნდაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში, რომ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს წინარეხის სკოლის შენობისთვის გადაეცა 10 მან.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა არჩილ დავითის ძე იანქოშვილის, ე. ი. თალაქვაძის, თამარ ევგენის ასულ ქუთათელაძის, მირიან (ფოკა) გიორგის ძე ჯაშის, იერემია გარსიაშვილის, ალექსანდრე თადეოზის ძე პაპავას, გრიგოლ ბესარიონის ძე ჭოლაძის, გრიგოლ ამაღლობელისა და ფილიპე სერაპიონის ძე კალანდაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში: მაქსიმე შარაძეს ეკატერინე გაბაშვილის „საყმაწვილო მოთხრობათა“ ასაწყობად და დასაბეჭდად გადაეცა 44 მან., იმავე წიგნის მარკისთვის – 80 კაპ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1905

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სწერს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს, რომ გამგეობამ მიმართა კომისიის წევრებს სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილსა და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძეს, რათა გადაემოწმებინათ 1904 წლის ანგარიში, მაგრამ მათ კომისიის თავმჯდომარის გარეშე არ ჩაატარეს რევიზია.