ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გიორგი ყაზბეგმა კავკავისა და ბაქოს სკოლების რევიზიის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კრებას მოახსენა, რომ საზოგადოების სკოლები დაუყოვნებლივ გადასცემოდა სახალხო განათლების სამინისტროს უწყებას ან სამოსწავლო ოლქის კომისარიატის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა სკოლების შესანახად დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა სამინისტროს წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა და სკოლების შესანახად 30 000 მანეთი ეთხოვათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დამფუძნებელი კრებისთვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ იმდროინდელი სკოლა პოლიტიკური ექსპერიმენტის საკითხად იყო ქცეული, ქართულ ენას კი სახელმწიფო დევნიდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის, მიხეილ გაჩეჩილაძის, კონსტანტინე თუმანიშვილის, ვასილ გადილიას, ზაქარია ჭიჭინაძსა და იოსებ მერკვილაძის თხოვნა, გამგეობას მოეწყო წიგნით მოვაჭრეებისა და გამომცემლების კრება. გამგეობამ კრების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა შიო დედაბრიშვილმა ძველი კრედიტორების შესახებ. გამგეობამ შიო დედაბრიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ 4953.93 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა სხვადასხვა პირს გაყიდული წიგნების ფასად და ამ დრომდე არავის მოუთხოვია ჩაეთვალათ საზოგადოების საკუთრებაში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანნა კაპანაძემ, რომ გადეცათ მისთვის რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და ქართული რვეულები ახალქალაქში მცხოვრები გლეხებისთვის დასარიგებლად. გამგეობამ ა. კაპანაძეს 5 მანეთის „დედა ენა“ გადასცა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ფრანგი მოგზაურის, პეისონელის „მოთხრობა სპარსეთისა და საქართველოს არეულობის თაობაზედ“. წიგნი 1754 წელს პარიზში „გამოკვლევა სპარსეთისა და საქართველოს არეულობაზე“ სახელით გამოვიდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა შილდის ბიბლიოთეკის გამგე დავით ვახვახიშვილმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ დ. ვახვახიშვილის თხოვნა შეატყობინა თელავის განყოფილებას და ასევე სთხოვა გამგეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია შილდის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვმა სთხოვა, 10 000 მანეთი წინასწარ მიეცათ თავისი წიგნების ანგარიშიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა მოითხოვა, მიეცათ მისთვის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პენსია, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა არჩილ ჯაჯანაშვილმა წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მარიამ ივანეს ასული ხოსიტაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ისევ მიეცა მისი შვილი ივანესთვის თვეში თუმანი. გამგეობამ მისი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვებაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ თუ გამგეობა ყვარელში ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სახალხო სამკითხველოს ააშენებდა, ის ხარჯებს სრულად აანაზღაურებდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნაზე ეზრუნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს სამსონ ვაშაყმაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მათი გამოცემული წიგნები ოზურგეთის ბიბლიოთეკისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახლის შესახებ. საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ბანკის გამგეობისთვის მიეწერათ, რომ სახლი იმ პირობით დაეგირავებინათ თუ არ გაყიდდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის განცხადება სამუზეუმო ნივთების დალაგებისა და გადასატანად მომზადების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ იოსებ ოცხელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდის დადგენილ ვადაზე ადრე ჩატარების მიზეზის ახსნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის მასწავლებლებს მისწერა, რომ გამგეობის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შესრულებისთვის დიდი ყურადღება დაეთმოთ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს გ. ბაბალოვის ინიციატივა, ოლღა ალექსი-მესხიშვილისთვის ეთხოვათ, ქვემო ჭალაში საზოგადოების დაარსებული ბიბლიოთეკისთვის წიგნები გადაეცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით „დედა ენის“ მეორე ნაწილის შესყიდვისა და წიგნის დამკაზმავის დაქირავების თაობაზე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას  26 დეკემბრიდან 1910 წლის 2 იანვრამდე საზოგადოების მდივნობისგან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეგნატე ხრამელაშვილის განცხადება წვრილი კრედიტის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების დაარსება საჭიროდ მიიჩნია და საკითხის მოგვარება საჭირო თანხების მოძიებამდე გადადო.