რეგისტრირებული ფაქტები51536
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, კარდენახის ბიბლიოთეკის გამგის, ელენე აფხაზისთვის გაეგზავნათ 9 მან. 50 კაპ. ღირებულების წიგნები. ოქმს ხელს აწერენ ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბანძის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ კირილე არველაძის თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა საკითხავი წიგნები, რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სოფელ ბანძის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ კირილე არველაძისთვის 5 მანეთის საკითხავი წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ თბილისში აღმოაჩინეს 1660 წელს რომში დაბეჭდილი სომხური წიგნი, რომელშიც განხილულია სომეხთა ტიბიკონი, კათოლიკეთა ისტორია და ქართველ მეფეთა მიერ რომის პაპებისთვის გაგზავნილი წერილები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს თედო სახოკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვდა ორ ყულაბას, ერთს – ელენე გაბუნიასთვის, მეორეს – აღათი შარვაშიძისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ივანე მაჭავარიანს წიგნებისთვის მიეცა 11 მან. 95 კაპ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა 287 მან. 50 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძისას ბაზრის გასამართად მიეცა 100 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ, რადგან სკოლიდან დროულად ვერ იღებდა. საკითხის განხილვა იქამდე ორჯერ გადაიდო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყვირილის უფასო სამკითხველო წიგნსაცავის გამგეობის წევრთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 55 მან. 25 კაპ. ღირებულების წიგნები. თანხას ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდნენ. წერილს ერთვოდა 5 მან. გამგეობამ დაადგინა, წიგნები აღნიშნული პირობებით გაეგზავნათ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ელენე გაბუნიასა და აღათი შარვაშიძისთვის ყულაბების გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, რომ გაეგზავნათ მოთხოვნილი ყულაბები. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შიო ქუჩუკაშვილს 40 მანეთი გადასცეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 28. 25 მანეთის მიცემის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად ავანსად 200 მანეთი მიეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა მოახსენა, რომ ივანე ჯაბადარმა საზოგადოებას 480 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შესაწირის სახით გაღებული თანხისთვის ივანე ჯაბადარს მადლობა გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის ვალის გარკვეული ნაწილი ეპატიებინათ და მათაც აპატიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მიერ დაყენებული საკითხი წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ – მასწავლებლისთვის ივნისამდე თვეში 25-25 მანეთი უნდა მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისთანავე დაუბრუნებდა საზოგადოებას. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას წერილი იმის შესახებ, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავდა სოლომონ მეორის წერილს. გამგეობამ დაადგინა, მადლობა გამოეცხადებინათ შემწირველისთვის. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა აცნობა, რომ სერგეი წერეთელმა საზოგადოებას 500 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სერგეი წერეთელს შესაწირისთვის მადლობა გადაუხადეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ვასილ ბეჟანეიშვილისთვის 1 მან. 50 კაპ. გაგზავნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის 112. 5 მანეთის მიცემის შესახებ.