ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51440

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მარიამ ღიბრაძე სოფელ წერაქვის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო მ. ტაბატაძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია მასწავლებლად მუშაობდა გალის ორკლასიან სკოლაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე ზაზუნოვისა ავლაბარში მდებარე მე-7 სკოლის მასწავლებელი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ნიკოლოზ გოცირიძე, ვასო გოძიაშვილი, ნიკ. გოძიაშვილი, მ. გოცირელი, ვ. გვინჩიძე, ელენე დონაური, ლ. ვაჩნაძე, ი. ვაშაძე, ც. თაყაიშვილი, კ. კვანტალიანი, პ. კობახიძე, მიხეილ ლორთქიფანიძე და გ. ლომაია კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის თანამშრომლები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგი სამსონ მუმულია 8 წელი სენაკის მაზრაში ასწავლიდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-16 წელს სამსონ მუმულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მასწავლებელი დობროლოვსკი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ისტორიის პედაგოგად დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე ვასილ მიხეილის ძე კოსმინინი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბრამდე ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 იანვარს რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურეობის სიის პირის ორიგინალთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი იყო სიღნაღში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა რგანის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე ვასილ ილარიონის ძე მგელაძემ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ნიკოლოზის ძე მიხაილოვმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელიამ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა ევგენია კონსტანტინეს ასულმა ვარშავსკიმ, განჯის გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში დასაქმება მოითხოვა ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ, რომელიც იყო ჯიხაიშის, ხოლო შემდეგ რგანის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა, თბილისის მეოთხე გიმნაზიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგმა.