ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვენახებისაგან შემოსავალი არ იქნებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ფუტკრის მოშენებას მისდევდნენ. 1000 გეჯამდე მიწის ფართობი ეკავა საფუტკრეებს, რაც წმინდა შემოსავალს – 200 მანეთს უდრიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეულ ეზოში იყო დაავადებული და დაბერებული ხეხილი. მათი მოსავალი კი მხოლოდ 1000 მანეთად გაიყიდებოდა და მთლიანი შემოსავალი 2000 მანეთი გამოვიდოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილმა შალვა გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, ანდერძის დამტკიცებამდე მიეცათ 200 მანეთი. გამგეობამ შ. გოგებაშვილის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილმა კონსტანტინე კასრაძემ, რომ მისთვის დაენიშნათ სტიპენდია. გამგეობამ კ. კასრაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა „ჯეჯილის“ რედაქტორმა ანასტასია წერეთელმა, რომ ეგნატე ნინოშვილის ფონდიდან გადაეცათ 100 მანეთი, რომელიც სჭირდებოდა განსვენებული მწერლის საფლავზე რკინის მოაჯირის შემოსავლებად. გამგეობამ ა. წერეთელს გადასცა 100 მანეთი და ასევე დაავალა საზოგადოებისთვის წარმოედგინა დანახარჯის ანგარიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახნავ მიწებს მოიჯარე გლეხები პატივისცემით არ ეპყრობოდნენ. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ მამულიდან და მის გაღარიბებას ანგარიშს არ უწევდნენ. მოიჯარეები კი ცდილობდნენ მეტი მიწა გაეცათ იჯარით, რათა მოგებაც მეტი ჰქონოდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულის მიწების მოიჯარეებს იჯარის პირობების შესრულება უჭირდათ. ისინი წლიურად იჯარას იხდიდნენ 1300 მანეთს, ამასთანავე ვალდებულები იყვნენ ყოველწიურად ერთ დესეტინა მიწაზე ვენახი გაეშენებინათ ამერიკული ვაზის სათავეებზე მავთულის დაჭიმვით, რაც 1200 მანეთი ჯდებოდა. ამგვარად, წლიური გადასახადი 2500 მანეთს უდრიდა, როცა შემოსავალი 2000 მანეთს არ აღემატებოდა. აქედან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულება არასწორი პირობებით იყო შედგენილი, რაც ინტენსიურ მუშაობას აფერხებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-კარის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვაზის გასამრავლებლად მოიჯარეებს ორანჟერეა ჰქონდათ მოწყობილი, რითაც მათ კულტურული ნაბიჯი გადადგეს, რადგან ამ წესით საქართველოში ვაზს არავინ არსად არ ამრავლებდა, მხოლოდ საზღვარგარეთ იყენებდნენ მსგავს სისტემას, რაც მევენახეს ძალიან უმსუბუქებდა შრომას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-კარის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული და გეჯებიც ახალი ტიპისა ჰქონდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის მიწებს ძველი მეურნეობის წესის მიხედვით ამუშავებდნენ, გარდა ერთი დესეტინა ვენახის მიწისა, სადაც მოიჯარე გლეხებს ვენახი დამყნობილი ამერიკული ვაზის ძირებზე ჰქონდათ ჩარგული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის სახნავი მიწები მოიჯარე გლეხებს ჰქონდათ და საბატონო იჯარას იხდიდნენ, ასევე ვენახებიც იჯარით იყო გაცემული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მოსალოდნელი იყო მამულის შემოსავლის შემცირება, რადგან ვენახი ფილოქსერის გამო მომავალში მთლიანად გახმებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარი დაგირავებული იყო. სარგებლის წლიური გადასახადი იყო 1080 მანეთი, საერობო და სახელმწიფო ხარჯები – 120, ყოველწლიური აუცილებელი ხარჯი კი – 1200 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის ადმინისტრაციას, ტყის დაცვასა და შენობის დაზღვევა-შეკეთებას 2000 მანეთი სჭირდებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ივლისს თბილისის ნოტარიუსმა, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამოწმა განსვენებული იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის ამსრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელსაც ხელს აწერდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ვალერიან გუნია, სოფრომ მგალობლიშვილი, ანდრია ღულაძე და ნიკოლოზ ლომოური. ნოტარიუსმა №8966 რეესტრის №137 დებულებით დაადასტურა წარმდგენელთა კანონიერი უფლებაუნარიანობა იურიდიული აქტების გაფორმებისა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. წერილს ხელს აწერენ: ივან აბულოვი, ალექსანდრე ბატაშვილი, ნიკოლოზ ჭუჭუხაშვილი, მირიან, თამაზ, მიხეილ და ლევან ჯანაშვილები, გიორგი, ნიკოლოზ, ვასილ, კოსტა, მოსე და გევორქ ოქრიჯანაშვილები, ნიკოლოზ და ვასილ ნურაშვილები. თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მარტში საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაეარსებინათ სტამბა მის სიცოცხლეში იმ ფულით, რომელიც საზოგადოებას შემოუვიდოდა მისგან შეწირული „ვეფხისტყაოსნის“ და ვახუშტის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვით.

1880

ტიპი: ავტორობა

მეტეხის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია გულისაშვილმა მისწერა წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მისი თქმით, ბავშვების ჭარბი რაოდენობის გამო აკლდათ მერხები და საზოგადოებისაგან ითხოვდა უზრუნველეყო მათი მიწოდება სკოლისათვის.

1880

ტიპი: ავტორობა

ძიმითის საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა მისწერა წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ამცნო, რომ მიიღო მათ მიერ სკოლისათვის გაგზავნილი ინვენტარი და წიგნები, რომლებიც დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1880

ტიპი: ავტორობა

რაჭის სოფ. სადმელის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელმა პორფირე კერესელიძემ მისწერა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს, რომ გამოგზავნილი წიგნები და სასკოლო ნივთები მიიღო და ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობისადმი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების შესახებ მიწერილ წერილს თან ერთვოდა მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის კერძო აზრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების ცალკე ბლანკებისა და დავთრების წარმოებას, რადგან ეს შრომას მოუმატებდა მასწავლებლებს. მისი თქმით, გაცდენილი გაკვეთილების აღნიშვნა შეიძლებოდა თვით საკლასო ჟურნალებში, ხოლო მასწავლებლებისა – სკოლის გამგის, ან თვით მასწავლებლის მიერ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა 10 თებერვლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის უნდა დაწესებულიყო ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენებისათვის ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ეწარმოებინა მორიგე მასწავლებელს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მარტში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთოვდა სკოლის ბაღში დასათესად სხვადასხვა თესლეულს, ხელსაქმის სწავლებისთვის საჭირო მასალას, სახელმძღვანელოებსა და რვეულებს, რომელთა საერთო ღირებულება იყო დაახლოებით 28 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მარტში სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლები – ივანე მიხეილის ძე გომელაური, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე და პლატონ გიორგის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებდნენ, რომ სენაკის სკოლაში ორი თვის განმავლობაში არ ჩატარებულა პედაგოგიური კრება, ხოლო სამი თვის განმავლობაში – სამეურნეო კომიტეტისა.