ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე წიგნების ბეჭდვისა და შემოსავალ-გასავლის შესახებ ანგარიში დაამტკიცეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის საურთიერთო ნდობის ბანკს, ილია ჭავჭავაძის ფონდის შესაქმნელად ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ. მიმართვას ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც თავმჯდომარემ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა დილის თერთმეტ საათსა და ორმოც წუთზე. კრებას დაესწრო 122 ნამდვილი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. ხელს აწერენ: გიორგი, სიმონ და ივანე ალაყულაშვილები, მაქსიმე, მარკოზ და მიხეილ დუკაშვილები, ლევან, მიხეილ, ივანე, მოსე, არჩილ, დავით, იაკიმე და არზიმან ყულოშვილები, პეტრე, ნიკოლოზ, თანე და ე. კაციაშვილები, დიმიტრი ოქრიჯანაშვილი. საბუთისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. ხელს აწერენ: ბესო ყულოშვილი, სანდრო ყულოშვილი, ისაკო ყულოშვილი, სიმონ ყულოშვილი, ვასილ ყულოშვილი, მიხეილ ყულოშვილი, დავით ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი ჩირიტაშვილი, ვასილ ჩირიტაშვილი, მიხაკო ქიტიაშვილი, გაბრიელ ქიტიაშვილი, ლაზარე ქიტიაშვილი, ივანე ქიტიაშვილი, აბელ ფაჩხატაშვილი, აჯიხან ფაჩხატაშვილი, ტიტიკო ფაჩხატაშვვილი, ივანე ფაჩხატაშვილი, ვასილ ფაჩხატაშვილი და მაქსიმ ოტაროვი. დადგენილებისა და ხელის მომწერთა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის აოხრებაში არამარტო გამგეობა, არამედ სარევიზიო კომისიაც დამნაშავე იყო, რადგან მას დროულად უნდა შეემოწმებინა მამული, რათა გაეგო, რომ იგი გამგეობის უყურადღებობით ოხრდებოდა. ამასთანავე, ირაკლი რამიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ბრალიც იყო მამულის მძიმე მდგომარეობა, რადგან წევრები მხოლოდ არჩევნების დროს იკრიბებოდნენ საქმეს კი მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა როგორც გამგეობისაგან, ასევე სარევიზიო კომისიისა და საზოგადოების წევრებისაგანაც. ამიტომ, ყველას დიდი ყურადღება უნდა გამოეჩინა საქმის მიმართ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას სიტყვიერი მოხსენების შესახებ, რომელიც ითხოვდა, გამგეობას დაეწყო მზადება საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის. დადგინდა, ამ საკითხის განსახილველად შემდეგი კრებისთვის მოეწვიათ გამგეობის ყველა წევრი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის, იაკობ ღულაძის წინადადებას და კენჭისყრით დაადგინა, რომ ფონდის სარგებელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ერთდროულად ორ საქმეს მოახმარდა: დააარსებდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლას და გამოსცემდა მწერლის ნაშრომებს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ფოთის განყოფილების გამგე იონა მეუნარგიამ, რომ გაეგზავნათ მათთვის 300 მანეთის წიგნები ღია ანგარიშით. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის ლიხაურის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) სამკითხველოს მშენებლობა დაიწყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების თხოვნას სამკითხველოს გახსნის თაობაზე ქუთაისის გუბერნატორმა უარით უპასუხა. თხოვნის წერილს ხელს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე აწერდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩხარის სკოლის პედაგოგი ნესტორ სიკოს ძე ცერცვაძე მთავარ გამგეობას წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 40 მოსწავლიდან ცხრამეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს მისწერა, რომ მიიღო მისგან გაგზავნილი საწევრო შენატანი 93 მანეთი. განყოფილების დაარსებისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ მიეწოდებინა საორგანიზაციო კრების პროტოკოლი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების წესდება შეადგინა და დასამტკიცებლად გამგეობას გადასცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ლიხაურის განყოფილების რწმუნებული ერასტი დავითის ძე გორდელაძე თემის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების განყოფილების დახურვის შესახებ სწერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების რწმუნებული ერასტი დავითის ძე გორდელაძე მთავარ გამგეობას ოსმალეთის ჯარის შემოსევის შედეგად სრულად განადგურებული სამკითხველოს აღსადგენად დახმარებას სთხოვს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა საგურამოს მამულის შემოსავლის გასაზრდელად „დესერტის“ ჯიშის ვენახების გაშენება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დასათვალიერებლად ახალი კომისია უნდა აერჩიათ, რადგან ძველმა ხარისხიანად ვერ შეასრულა ვალდებულება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულში სასმელ-სარწყავი წყალი თითქმის შეწყვეტილი იყო, წყლის მილებს შეკეთება სჭირდებოდა, რაც 100 მანეთის ხარჯს უდრიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან კარ-მიდამო და ეზო მოუვლელი იყო. მოიჯარეები ეზოს მოსავლელად ვეღარ იცლიდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახლი გასარემონტებელი იყო. სახურავის შეღებვას და სხვა სამუშაოებს 500 მანეთი სჭირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ 1908 წელს საგურამოს მამულის ვალი მთლიანად შეადგენდა 44260 მანეთს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალი იყო 28825 მანეთი და 50 კაპიკი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალის – 28825 მან. და 50 კაპიკის გადახდა სასწრაფო არ იყო. აგრეთვე, მამულის საქმეებს რიგიანად გაძღოლა სჭირდებოდა, რათა ყოველწლიურად საერო და ბანკის გადასახადები თავის დროზე გადახდილიყო.