რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ზუგდიდის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, საამისოდ მთავრობასთან ეშუამდგომლა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 1-ლ აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი ვასილ ხუჭუა ფილიალის სახელით 100 მანეთს უგზავნის თბილისის გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და შემომწირველთა სიის გამოქვეყნებას სთხოვს გაზეთში. შემომწირველთა შორის არიან: ს. კვიტაშვილი -10 მან., ა. ბერელაშვილი -10 მან, ა. ჯინჭარაძე (ჭინჭარაძე) -10 მან., ნ. ჯაყელი -10 მან., კ. ლორთქიფანიძე -10 მან, გ. ქებაძე -5 მან., ვ. ახვლედიანი -5 მან., ა. გოცირიძე -5 მან., ლ. გოცირიძე -5 მან., ა. ალხაზიშვილი -4 მან., პ. გელოვანი -3 მან., ვ. ხუჭუა -2 მან., მ. კალანდარიშვილი -2 მან., ლ. აბდუშელიშვილი -1 მან.50 კაპ., ვ. ჩიკვაიძე -1 მან.50 კაპ., დ. თედეშვილი -1 მან., მ. შენგელია -1 მან.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ მდივნის მოადგილე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა წიგნების საწყობი და სია.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის მატერიალური დახმარების მოწოდება გაუგზავნა იასონ დავითის ძე ციციშვილს – ქარელში და ისაია იოველის ძე ფურცელაძეს – ცხინვალში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – იასონ ჩხენკელის თხოვნა მაისისა და ივნისის სტიპენდიების წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მდივნის, დავით კარიჭაშვილის თანაშემწეს 1-ლი იანვრიდან დანიშვნოდა ხელფასი 40 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა საზოგადოების რამდენიმე ძველი წევრი ცხინვალიდან, მაგ. სარდიიონ ამირეჯიბი, ილია სოლომონის ძე უზნაძე და საზოგადოებას შეეძლო მოეთხოვა მათთვის საწევროს გადახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლის დამაარსებლის, მღვდელ თეოფანე კალანდარიშვილისთვის გაეგზავნათ 20 „დედა ენა“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფული გაიღეს შემდეგმა პირებმა: პავლე ბოძიევმა − 3 მან., მელიტონ თოიძემ − 3, ვანო ზორდიშვილმა − 10, დანიელ სარაჯიშვილმა − 5 მან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით გრიგოლის ძე ანანიაშვილის, ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვრის, ელენე ასლანიშვილის, დავით ვლადიმერის ძე აბაშიძის, ანდრია მიხეილის ძე ახმეტელაშვილის და ა. შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძისთვის გაეგზავნათ რვეულები და 15 ცალი „კონა". ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
ელენე ასლანიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია და უმაღლეს საინჟინრო ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლის დასაწყებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ივანე რატიშვილს წიგნებისთვის გადაეცა 39 მან. 70 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სკოლის მასწავლებლის ლავრენტი აგლაძის შესახებ მისწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ სერგეის ძე დავითაშვილის, ბიძინა დავითაშვილის, ალექსი სარდიონის ძე დევდარიანის, დიმიტრი სვიმონის ძე დარჩიაშვილის, დავით იასონის ძე ელიოზიშვილის, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარის, იაკობ მიხეილის ძე ვარძელაშვილის, ალექსანდრე თაყაიშვილის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება სახალხო მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გამართვის თაობაზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, კურსებისთვის საჭირო თანხა, 600 მანეთი, ვასილ პეტრიაშვილის ფულიდან გამოიყოფოდა და კურსებიც მისი სახელობის იქნებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე მირიანაშვილის თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკიდან წიგნებისა და ხელნაწერების თხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ორ ეგზემპლარად დაცული მასალა მიეცათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების შეწირვის თაობაზე. გამგეობამ გადაწყვიტა, სატუსაღოს ზედამხედველისთვის 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მდივანი დაკეტავდა საზოგადოების წიგნის მაღაზიას, რომელსაც მომდევნო კვირის ორშაბათამდე ჩაიბარებდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალათ ქაშვეთის ეკლესიასთან ის ადგილი შეემოწმებინათ, სადაც საზოგადოების მაღაზიის გადატანა იგეგმებოდა.