ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ქართველთა ამხანაგობას რაფიელ ერისთავის თხზულებების გამოცემის უფლება ჰქონდა შეძენილი. ფაქტი თედო ტიმოთეს ძე სახოკიამ დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი სამკითხველოს მშენებლობისათვის სახსრების უქონლობის გამო მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის პატიებას სთხოვს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იოსებ გოგოლაშვილის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი განუცხადა.

1896

ტიპი: ავტორობა

ზაქარია ჭიჭინაძე ზაფხულობით მოგზაურობდა აჭარაში, შემდეგ კი „ივერიაში“ აქვეყნებდა წერილებს იქაური მაჰმადიანი ქართველების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესახებ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა რამდენიმე უცხოელი მწერლის ბიოგრაფია და წიგნების სერია „სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები“.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლიდან 1896 წლამდე ზაქარია ჭიჭინაძემ 200-ზე მეტი ქართული წიგნი გამოსცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსები: „არ შეგაშინოს“, „ფეშქაშო“, „სიტყვით მადიანებს“ და სხვ.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილი მუშაობდა ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა თედო სახოკიას „ღვთისმშობლის ხატი“.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა ანდაზები და ქართული წერის დედანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას ლექსები: „მზად ვარ წავიდე“, „სანამ მე ცოდნა არ მქონდა დიდი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს პეტრე უმიკაშვილმა ქართული ანბანი გამოსცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი არწმუნებდა, რომ საზოგადოების წევრთა რიცხვი კი არ იკლებდა, არამედ იმატებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის განაწილების დროს გამგეობას სტუდენტთა კორპორაციის რჩევით უნდა ეხელმძღვანელა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა 4 საათსა და 25 წუთზე. შემდეგი კრება დაინიშნა კვირას, 7 დეკემბერს, 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაამტკიცეს ანგარიში სტიპენდიების შესახებ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907, 1908, 1909, 1910 წლებში საწევრო გადასახადი თითო წევრზე 1 მანეთსა 75 კაპიკს შეადგენდა. ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას შეემატა 1175 წევრი და ფულის შეუტანლობის გამო 2365 კაცი გარიცხეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება სასტიპენდიო თანხების შეგროვებას მოერიდებოდა და ამით თავს გაითავისუფლებდა ზედმეტი ტვირთისაგან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამგეობას უფლებას მისცემდნენ, საჭიროების შემთხვევაში სტიპენდია 1000 მანეთამდე გაეზარდა, რადგან არსებული სტიპენდია ძალიან მცირე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ უტაქტო საქციელი იქნებოდა, თუ შემომწირველთა ნაცვლად საზოგადოება განსაზღვრავდა შემოწირული თანხის დანიშნულებას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას საერთოდ უნდა შეეწყვიტა სასტიპენდიო თანხის შეგროვება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 14 მარტს სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება ამავე სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი იყო პირველდაწყებითი განათლების გავრცელება ხალხში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ თუ შემომწირველი არ განსაზღვრავდა შემოწირულობის დანიშნულებას და საზოგადოებას დაუტოვებდა არჩევანს თავად განესაზღვრა რისთვის გამოიყენებდა შემოწირულობას, მაშინ მთელი მატერიალური სახსრები პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას მოხმარდებოდა. ქველმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ.