ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48534

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს მუზეუმის წიგნები უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ სასწავლო მიზნებისთვისაც იყო გამოყენებული, შედეგად რამდენიმე იშვიათი გამოცემა დაიკარგა, მათ შორის ბოლშევიკური არალეგალური „ბრძოლის“ მეორე და მესამე ნომრები.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, რაკი უნივერსიტეტი ფართობის მხრივ შევიწროებული აღმოჩნდა, საისტორიო-საეთნოგრაფიო ბიბლიოთეკის გამართულად მოწყობა ვერ მოხერხდა. გადმოტანის დროს დაიკარგა და დაზიანდა მთელი რიგი წიგნებისა, ზოგი (მათ შორის იშვიათი გამოცმები) საქართველოს მუზეუმში დარჩა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთან ამავე საზოგადოების ბიბლიოთეკა დაარსდა.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ისიდორე ვარაზაშვილისთვის 11. 632 მან. 84 კაპ. მიცემისა და ავადმყოფობის გამო ივანე ვარაზაშვილის სატუსაღოდან დროებით განთავისუფლების შესახებ. ის. ვარაზაშვილს ნება დართეს ამ თანხის ამიერკავკასიის ბანკიდან მიღებისა იმ ფულიდან, რომელიც მის ძმას, ივ. ვარაზაშვილს, ფინანსთა მინისტრის განკარგულების ძალით დაკავებული ჰქონდა. მინისტრს დაევალა ავადმყოფი ივანე ვარაზაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის განკარგულების გაცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გურიაში მომუშავე მოხელეების ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ. ფინანსთა მინისტრს დაევალა მათთვის ხელფასის მიცემის განკარგულების გაცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება გიორგი ანჯაფარიძის აფხაზეთის საქმეებზე გამგზავრების შესახებ. სხდომის გადაწყვეტილებით მას სამგზავრო ფულად 1 000 მანეთი უნდა მისცემოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის, მოხსენება უკრაინელი მოქალაქეების: სერებრიაკოვის, პოდპორუჩიკ ნაუცევიჩისა და ფოტოგრაფ პოსტალოვსკის სალიკვიდაციო დახმარების შესახებ სამშობლოში წასასვლელად. მათ დახმარებაზე უარი ეთქვათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გენერალ კუზმინ-კარავაევის მოხსენება სალიკვიდაციო შემწეობისა და მიუღებელი ხელფასის მიცემაზე და დაადგინეს: სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს ათმილიონიანი ფონდიდან მისცემოდა 4 354 მან. 23 კაპ. გენერლის ხელფასისთვის. კუზმინ-კარავაევს ასევე მიეცა საკრედიტო მოწმობა 4 733 მან. 33 კაპ. სალიკვიდაციო ფულის მისაღებად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ალავერდის ქარხნიდან ოქრო-ვერცხლის საყიდლად 472 ათასი მანეთის მიცემის შესახებ და დაადგინეს, მოხსენება დასკვნისთვის გადაეცათ სახელმწიფო კონტროლიორისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქონლის გაცვლა-გამოცვლის კომიტეტის წევრების არჩევის შესახებ. წევრებად დაინიშნენ ალექსანდრე ჯაფარიძე და დავით მდივანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის, მოხსენება სევასტოპოლში ყირიმელ ქართველთა ინტერესების დასაცავად ოფიციალური წარმომადგენლობის დაარსების შესახებ. მოხსენება უარყვეს.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 24 იანვარს დ. ლორთქიფანიძემ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა დაცვის განყოფილების გამგეს თხოვნით მიმართა, ქრისტინე შარაშიძისათვის ხელნაწერებიდან ქართული ანბანის ბიბლიოგრაფიის გამოცემისთვის საჭირო მასალების ამოწერისა და სურათების გადაღების ნება დაერთოთ.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 19 თებერვალს ქართული შრიფტის კომიტეტმა ქრისტინე შარაშიძეს სასტამბო შრიფტების კატალოგის პროექტი გაუგზავნა და სთხოვა, აზრი წერილობით ეცნობებინა არაუგვიანეს 25 თებერვლისა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 28 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ დაწერა ხელწერილი, რომ მის ნაშრომში „საქართველოს ისტორიის მასალები“ (II ნაკვეთი) საიდუმლო არაფერია და შესაძლებელია მისი ღია წესით გამოცემა.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს შეატყობინა, რომ მისი და პლატონ ხუნდაძის წერილები არ მიუღია.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 10 თებერვალს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და თავისი სტატიის შესახებ აზრის გაზიარება სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ამხანაგობა „შაქრის“ წარმომადგენლებთან დადებული ხელშეკრულების პროექტის შესახებ. პროექტი დასკვნის წარსადგენად გადაეცათ ფინანსთა მინისტრსა და სახელმწიფო კონტროლიორს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ის და შალვა შარაშიძე მათ რამდენიმე დღეში ვალის გასასტუმრებელ ფულს გაუგზავნიდნენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა მოგონებებს გარდაცვლილი ბებიის შესახებ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.