ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელმა კომისიამ ზერელედ დაათვალიერა ილიასეული სახლ-კარი, რასაც აფიქრებინებს სინამდვილეს მოკლებული ცნობები, რომ მამულში სახნავი მიწა რეალურად 62 დესეტინა, კომისიის თქმით კი – 123 დესეტინა იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამული ძლიერი შემოსავლის წყარო გახდებოდა თუ ნორმალურად მოუვლიდა და უპატრონებდა მას საზოგადოება. მისი აზრით, საჭირო იყო მოიჯარეებისთვის ხელი შეეწყოთ და რიგიანად ეხელმძღვანელათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის ვალი შემცირებული იყო 28825 მან. და 50 კაპიკამდე. აქედან 8 500 მანეთი ილიას ფონდის ვალი იყო, თბილისის თავადაზნაურობისა – 2 000 მანეთი, ბანკისა კი – 18325 მანეთი და 50 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უნდა შეეხსენებინა დამთვალიერებელი კომისიისთვის საგურამოს მამულის მდგომარეობის შემოწმების საჭიროება. გამგეობამ კომისიას არ შეახსენა მამული დასათვალიერებელი რომ იყო და სწორედ ამ დაუდევრობის გამო ვერ მოასწრეს ილიასეული სახლ-კარის შემოწმება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულში საჭირო იყო ტექნიკის გაუმჯობესება ახალი სამეურნეო კულტურის ასათვისებლად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი არ დაეთანხმა პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძეს და განაცხადა, რომ არ იყო საჭირო საგურამოს მამულის დასათვალიერებლად ახალი კომისიის არჩევა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ხუთ წელიწად-ნახევარი იყო გასული მას შემდეგ, რაც საგურამოს მამულს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფლობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის საქმეების გაუმჯობესებას ხუთ წელზე მეტი დასჭირდებოდა. ამასთანავე, შემოსავლის გასაზრდელად ხუთი წელი ცოტა დრო იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საინგილოში სკოლის დაარსების შესახებ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!“

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსები: „შავი ღრუბლები“ და „მუზას“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა თედო სახოკიას წერილი „თ. რაფაელ ერისთავი და მისი 50 წლის ჲუბილეჲ“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში თედო სახოკიას ავტორობით გამოქვეყნდა კახური ლეგენდა „გმირი დედა“.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით გამოიცა „ვისრამიანი“, „დავითიანი“ და ძველი მწერლობის სხვა წიგნები.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ქართველთა ამხანაგობას რაფიელ ერისთავის თხზულებების გამოცემის უფლება ჰქონდა შეძენილი. ფაქტი თედო ტიმოთეს ძე სახოკიამ დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი სამკითხველოს მშენებლობისათვის სახსრების უქონლობის გამო მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის პატიებას სთხოვს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იოსებ გოგოლაშვილის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი განუცხადა.

1896

ტიპი: ავტორობა

ზაქარია ჭიჭინაძე ზაფხულობით მოგზაურობდა აჭარაში, შემდეგ კი „ივერიაში“ აქვეყნებდა წერილებს იქაური მაჰმადიანი ქართველების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესახებ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა რამდენიმე უცხოელი მწერლის ბიოგრაფია და წიგნების სერია „სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები“.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლიდან 1896 წლამდე ზაქარია ჭიჭინაძემ 200-ზე მეტი ქართული წიგნი გამოსცა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსები: „არ შეგაშინოს“, „ფეშქაშო“, „სიტყვით მადიანებს“ და სხვ.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილი მუშაობდა ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა თედო სახოკიას „ღვთისმშობლის ხატი“.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა ანდაზები და ქართული წერის დედანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას ლექსები: „მზად ვარ წავიდე“, „სანამ მე ცოდნა არ მქონდა დიდი“.