რეგისტრირებული ფაქტები47453
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობის N273 მოწერილობის თანახმად, 1912 წლის 3 იანავარს თელავის განყოფილების გამგეობამ ყვარელში ჩაიბარა ი. გ. ჭავჭავაძის მამული და შეადგინა ჩაბარების ოქმი, რომელშიც მამულის სრული ინვენტარი აღწერა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და მდივანი ზ. მარკოზაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ თელავის მაზრის საადგილმამულო ბანკის მმართველს, ალექსანდრე ციციშვილს დაავალა სოფელ ყვარელში ილიასეული მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ჩაბარება და შესაბამისი აქტის შედგენა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა ნაწარმოებებში დამატებითი ჰონორარის, 50 მანეთის მიცემის შესახებ და არ დააკმაყოფილა, რადგან მას წინასწარ აღებული ჰქონდა 175 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ იგი ბეგთაბეგოვების სახლში წმინდა ანას ხსენების დღეს გამართულ წვეულებას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს შუამდგომლობა საზოგადოების წინაშე საზოგადოება „შევარდენის“ ყველა გამოცემის 5%-იანი დაკლებით მაღაზიაში მიღების თაობაზე. განჩინების თანახმად ფასდაკლება 10% უნდა ყოფილიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მაღაზიის ნოქარი ივანე მელაძე სთხოვს 10000 მანეთს ერთდროული დახმარების სახით ან თუ ეს შეუძლებელია, იმავე თანხას თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ გადაწყვიტა, ვაჭრობის შემცირების მიზეზით ივანე მელაძის თანამდებობიდან განთავისუფლება და მისთვის სალიკვიდაციოს მიცემა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა წინადადება 24 კიპა ქაღალდის 3 434 000 მანეთად შეძენის თაობაზე და უარჰყო ეს წინადადება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა შილდის ბიბლიოთეკის გამგის დავით ვახვახიშვილის თხოვნა დახმარების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის ანგარიში გასული წლის წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ საზოგადოება „ახალი მკითხველის“ წარმომადგენელ გრიაზნოვს გადაეცა 11 მან. 89 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო თარხნიშვილის თხოვნა, ხალხში გასავრცელებლად „დედაენის“ 40 ეგზემპლარისა და ამდენივე რვეულის მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მისთვის 20-20 წიგნი და რვეული უნდა მიეცათ. განჩინებას დავით კარიჭაშვილმა მოაწერა ხელი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) ერთი საზოგადო კრება გამართა, რომელზეც 1915 წლის ანგარიში განიხილეს და 1916 წლის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცეს, ასევე მიიღეს გამგეობის ერთი და განყოფილების ასი ახალი წევრი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-15 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – დახარჯული 111 მან. 59 კაპ. და დასახარჯი 133 მან. 56 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4580.62, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-17 სხდომას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე რატიშვილი და ირაკლი აბაშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის წინადადება, შემოწმებულიყო საზოგადოების წიგნსაცავი. დადგინდა, წიგნსაცავის გამგისთვის ეთხოვათ, რომ ივანე ზურაბიშვილის, ალექსანდრე მიქაბერიძის (ყოფილი მდივნის) და პეტრე მირიანაშვილის (ახალი მდივნის) თანდასწრებით შეემოწმებინა წიგნის საწყობი და შედეგი მოეხსენებინა გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თავისი თხზულებებისა და მოთხრობების – „ელისოს“ და „მოძღვრის“ გამოცემებს საზოგადოებას ნახევარ ფასად გადასცემდა იმ პირობით, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი „დედაენასა“ და „ბუნების კარს“ გაუგზავნიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აუწყებენ, რომ თებერვალში ქუთაისში მთავრიშვილთან და სამაზრო ერობასთან 273070 მანეთად შეფასებული წიგნების გაგზავნა არ მოხერხდა. ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის წარმომადგენელ ხარატიშვილს ეს წიგნები თავის წიგნებთან ერთად გადაუტანია თბილისის სადგურიდან საწყობში, რაც 15000 მანეთი დაუჯდა. ხარატიშვილი გამგეობას სთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ათიდან ჩვიდმეტ აპრილამდე საზოგადოებას შემოუვიდა 446.54 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრ გრიგოლ ყიფშიძის მიერ დაყენებული საკითხის – პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დაბეჭდვის შესახებ დაადგინეს, რომ პოეტის 100 წლის იუბილემდე (26 მაისი) თხზულებები დაებეჭდათ 600-იანი ტირაჟით. საორგანიზაციო საკითხები დაევალა კომისიას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა გაეხილათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა დახმარების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, იაკობ ნიკოლაძისათვის გაეგზავნათ მხატვრების პროტოკოლი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს სთხოვა მხატვრების აზრის გათვალისწინებით ძეგლის შესწორება და სურათების გაგზავნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟურნალ „განათლებისთვის“ 614 მანეთი და 95 კაპიკი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.