ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი მისიონერ მოძღვრად ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს. ზაქარიამ თან წაიყვანა ექვსი კვირის შვილი, სოფრომი და მეუღლე – მარიამ ანდრიას ასული ბიბილური.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ახალი წელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები, რომლებიც გაფანტული იყო გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ შეკრიბა ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები, რომლის ცალკე წიგნად დაბეჭდვა სურდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ხიზანაშვილის წერილები „ძველი ქართული ოჯახი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 17 მაისს ქართულ თეატრს უნდა გაემართა წარმოდგენა „სიყვარული ახალგაზრდა ქალისა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსტანტინე ყიფიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თბილისში ზაქარია გრიქუროვისა და გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიებში იყიდებოდა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს მისწერა, რომ უამინდობის გამო სახლიდან ვერ გავიდოდა და საჭიროების შემთხვევაში შინ მიეკითხათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს „სახალხო წიგნის“ სერიით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორის მიერ მოწვეულ თათბირში. განიხილეს ახალქალაქის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა შემწეობის საკითხი. ილია დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კავკაზში“ ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრ მიხეილ გრუზინსკისთან ერთად საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა. ისინი ეხმიანებოდნენ „ტიფლისკი ლისტოკში“ დაბეჭდილ ინფორმაციას ბანკის ბაქოს განყოფილებიდან 50 ათასი მანეთის გაფლანგვის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ვარ...-ის ხელმოწერით იპოლიტე ვართაგავამ გამოაქვეყნა წერილი „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნობა-ფანატიკოსობისა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ილია აღნიაშვილმა შეადგინა რუსული სახელმძღვანელო „პირველი ნაბიჯი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 11 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინგლისის სამეფო აზიის შემსწავლელი საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებული ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილის მიერ ქართული ლიტერატურის შესახებ წერილის თარგმანი. წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან სამშობლოში 18 დღის დაბრუნებული ალექსანდრე სულხანიშვილი გარდაიცვალა.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წლის 22 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა საქართველოში დაბრუნებულ ალექსანდრე სულხანიშვილს წერილი გაუგზავნა. მათიკაშვილმა არ იცოდა, რომ მისი ადრესატი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე სულხანიშვილი აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.

1990

ტიპი: ღონისძიება

1990 წელს პაატა ნაცვლიშვილი საშა სულხანიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად სან-ფრანცისკოში ჩავიდა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს საშა სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილისა და მიხეილ კვალიაშვილის „იუნკერების“ ხელნაწერი პარიზში მიშა ქავთარაძეს გაუგზავნა დასაბეჭდად.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წლის 22 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავიდან პაატა ნაცვლიშვილს წერილით გადაუხადა მადლობა ემიგრანტ ალექსანდრე სულხანიშვილის სამშობლოში დაბრუნებისთვის.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს საშა სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილის პოლონურიდან ნათარგმნი ვალიკო თევზაძის „ქართველი ოფიცრის ჩანაწერების“ ხელნაწერი პარიზში მიშა ქავთარაძეს გაუგზავნა დასაბეჭდად.