რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი პეტრე ალექსანდრეს ძე ზელენეცკი გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის რუსული ენის პედაგოგი ნ. ტიტოვი სასწავლებლის გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებელთა გაეროვნების გამო შტატგარეშედ დატოვეს გორის საოსტატო სემინარიის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი მ.რახუბოვსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო გორის საოსტატო სემინარიის ბუნებისმეტყველების პედაგოგი პ. პეტროვი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო გორის საოსტატო სემინარიის სომხური ენისა და მათემატიკის მასწავლებელი ბ. შაგინიანცი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგი ა. ლუტოსლავსკი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგი გრიბუშინი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის მოსამზადებელი კლასის პედაგოგი გ.პოპოვი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ხონის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი რახილ ბახარევსკაია სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო ხონის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი-ზველსკაია შტატის გარეშე დარჩა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს თამარ ბებურიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის პირველი სექტემბრიდან თამარ ბებურიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა გეოგრაფიისა და ბუნების-მეტყველების მასწავლებლად მიიწვია.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 1-ლ სექტემბრამდე თამარ ბებურიშვილი მასწავლებლად მუშაობდა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ანდრია ბეგიაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე მიხეილის ძე მიქელაძე, ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე, ელეონორა მიხეილის ასული მახვილაძისა, მარკოზ გიორგის ძე მიქავა, კლასიონ ლევანის ძე მელაძე, მარიამ ს. მაღლაკელიძე, პორფილე მერაბის ძე მაღლაკელიძე, ავქსენტი ბესარიონის ძე ნადარეიშვილი, ეგნატე პეტრეს ძე ნადარეიშვილი, ალექსანდრე ბეჟანის ძე სანაძე და იოსებ პავლეს ძე სიჭინავა.