რეგისტრირებული ფაქტები50028
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 აგვისტოს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ქორწინებიდან 1 წლისთავი აღნიშნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ელენეს ძმის, რენე ტუსენის დახმარებით პარიზში ბინა იქირავეს.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი კირპიჩნის შესახვევის №12-ში ცხოვრობდა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილი რუსულის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თამარ ნემსაძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ანა სიხარულიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა .
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ალექსანდრა გაბრიჩიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ახალციხის გიმნაზიის ისტორიის ყოფილი პედაგოგი სიმონ დიდიმამიშვილი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ რომიდან გამგზავრებას აპირებდა, რადგან მას მღვდელი თარხნიშვილი კონსტანტინოპოლში, ქართულ კათოლიკურ მონასტერში გადასვლას სთხოვდა. ასევე შეატყობინა, რომ იქ მემუარების დაწერას გეგმავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბაქოს პირველი გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ბარბარე კანდელაკი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე ასლანიშვილი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ელისაბედ იოსების ასული ქიქოძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით პავლე ეგნეტეს ძე ესიავა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მოქალაქე გრგოლ გორგაძე ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მიხეილ მეძმარიაშვილი ხონის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით მოქალაქე ზალდასტანიშვილი გორის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.