რეგისტრირებული ფაქტები51115
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, მდივანი – ნიკოლოზ იოსების ძე გულივერდაშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 დეკემბერს ნატო გაბუნია-ცაგარლის პატივსაცემად ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა სპექტაკლი „ორი ობოლი“ დადგა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: ესტატე ლიპარტელიანი, ცქიტიშვილი, ნიკურაძე, ჟღენტი, ბურჭულაძე, ცქიტიშვილი, ვარლამ ბანძავა, ხუნდაძე, პროპორჩიკი გეგელია, ვერა სიმონიშვილი, მარგარიტა ხონელიძე, დიმიტრი თურქია, მარიამ დიდებულიძე, ცხონდია, თებზაძე, კანდელაკი, ლეონტი ხოშტარია, ცუღუ თოფურიძე, მელიტონ გიგინეიშვილი, ლიდია ტონია, დომენტი დანელია, მ. აბრამოვი, ბერძენიშვილი, ტაბიძე, ვ. ბერულავა, მამფორია, ანეტა შენგელია, სონია შენგელია, ფაღავა, შენგელია, ძნელაძე, იოსებ გეგენავა, იოსელიანი, ტ. წითლაძე, ვანო ჯაში, ტ. აბრამიშვილი, ა. ნაფეტვარიძე, დ. ბერიოზნიკოვი, ა. მისენკო, შალიკო ქუთათელაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილისთვის გადაეცათ სტიპენდია – 25 მანეთი. ამავე სხდომაზე გერგეთის სკოლაში წიგნების გასაგზავნად გამოიყო 4.25 მანეთი, ხოლო კანცელარიის ხარჯებისთვის – 5 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გადაეცათ ბინის ქირა – 25 მანეთი.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს თბილისის გიმნაზიისათვის ვაკეში ახალი შენობის აგება დაიწყეს. კრებამ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარედ აირჩია ნიკო ცხვედაძე, წევრებად კი ექვთიმე თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი, ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი აირჩიეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთის განყოფილებამ მიიღო მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ორი წიგნი: ერთი საკვიტანციო და მეორე, ყოველდღიური ანგარიშის ჩასაწერი. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, იმ დროისთვის გუდაუთაში არსებობდა ერთი სამონასტრო დაწყებითი სკოლა, ერთი სასულიერო და ერთიც კერძო გიმმნაზია. ამ სასწავლებლებში, სადაც ქართველთა შვილებიც დადიოდნენ, ქართულს საერთოდ არ ასწავლიდნენ და ბავშვები მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას. ამის გამო მეტად მნიშვნელოვანი იყო გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა და ადგილობრივი განყოფილება ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის უმთავრესი მიზანი იყო დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთის განყოფილების წევრობის კანდიდატები, ვინც ხელი მოაწერა გუდაუთელ ქართველთა „პროტოკოლზე“, მიღებულ იქნენ საზოგადოების წევრებად 1912 წლის 24 ივნისის საზოგადო კრებაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გუდაუთის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო გასული წლის 20 დეკემბრიდან და წლის ბოლომდე ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. ამ მოკლე პერიოდში გამგეობა ზრუნავდა ახალი წევრების შემომატებაზე და გეგმავდა 1913 წლის 14 იანვარს (ნინოობაზე) საღამოს გამართვას. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის ქალთა კავშირის სამადლობელი წერილი შემომწირველთა მიმართ. შემომწირველთა სია: სტეფანე ხოჯაევი, ა. მამფორია, ს. ჩხეიძე, გ. გეწაძე, ი. გვანცელაძე, ბიქტორ გაჩეჩილაძე, თ. წერეთლისა, ი. საყვარელიძე, კ. საყვარელიძე, გ. მაჭარაშვილი, გ. წერეთელი, დ. ჩიბურდანიძე, კ. ჭედლიძე, ბ. საყვარელიძე, ს. აბაშიძე, ა. ნოზაძე, მ. ნიქაბაძე, ე. ჭუმბურიძე, ო. დგებუაძე, ა. გაჩეჩილაძე, მ. ასათიანი, ევგენი გედევანიშვილი, გ. ჩხეიძე, ე. თაბაგარი, პ. კვირიკაშვილი, პ. საყვარელიძე, ნ. ქოჩეჩაშვილი, ე. ლაბაძე, დ. გაბახაძე, ს. ნებიერიძე, ა. მაჭავარიანი, ვ. ესაიაშვილი, ე. მაჭავარიანი, ნინა ცქიტიშვილისა, ქ. გაჩეჩილაძე, ცქიფურიშვილი, კ. ცქიტიშვილი, სოკოლოვი, ვ. შეყრილაძე, ი. ხიხინაშვილი, მ. გველესიანი, ა. ბერაძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 5 თებერვლის N4 გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს, რომ მიიღება ხელმოწერა ამავე გაზეთზე, რომლის წლიური ფასია 12 მან. ნახევარი წლისა – 7 მან. სამი თვის – 4 მან. ერთი თვის – 1 მან. 30 კაპ. ხელმოწერა შეიძლება ქ. ქუთაისში, რედაქციის კანტორაში პუშკინის ქ. N12 ქეთო მარუაშვილთან, რაჟდენ გიორგის ძე სვანაძესთან, ქ სამტრედიაში ნოე კალანდაძესთან ფოსტა ტელეგრაფის კანტორაში, ქ. გორში „მანდილოსანთა“ საზოგადოების ბიუროში ერთობის ქ., ქ. თბილისში ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხთან კრასნოგორსკაია N31 ნინო ტყეშელაშვილთან არაგვიისკიი პერ. N6 ტერენტი გიორგის ძე სვანაძესთან და შალვა იასონის ძე მეგრელიშვილთან ამიერკავკასიის საფერშლო სკოლაში, მარიამ ჭრელაშვილთან, ეპარქიალური სასწავლებელი, დარია ახვლედიანთან გოლოვინის პროსპექტი, აფთეკა ახვლედიანისა. ფული უნდა გამოიგზავნოს რედაქციის მისამართით ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N12, რედაქტორი კატო მიქელაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად. შემომწირველთა სია: ა. ცქიტიშვილი, ი. ხამაშურიძე, ოლ. ჩანტლაძე, ნ. ჩუბინიძე, ა. საყვარელიძე, ბ. საყვარელიძე, კ. ღლონტი, კ. თუთფერიძე, დ. ყუბარაძე, მ. ჭანკვატაძე, ლილუაშვილი, კოტე ბერიკაშვილი, პ. ჩილინგაროვი, ვ. ჩხეიძისა, მ. მახარაძე, თ. კვანტრიშვილი, სეფორა ნემსაძე, სონა ქებიაშვილი, ლ. სიხარულიძისა, ბ. საყვარელიძისა, ელენა გაჩეჩილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გაიღეს წვლილი მათ დასახმარებლად, შემომწირველთა სია: მ. ცქიტიშვილი, მ. საყვარელიძე, ა. სარქიჟიანცი, პ. აბაშიძე, ჩუბინიძე, რ. თურქია, ი. ვოლონი, ლ. გეწაძე, ა. ავალოვი, ი. ბელიაშვილი, კ. მასხარაშვილი, გ. გამყრელიძე, ა. ალშიბაია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ნესტორ კონტრიძე ქუთაისის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნესტორ კონტრიძეს საჩუქრად 3 თუმანი გაუგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ჭიათურის საავადმყოფოს გამგე, ექიმი ჯაფარიძე გუბერნიის კომისარს ატყობინებს, რომ ქალაქში უპურობაა, რის გამოც საავადმყოფო სავსეა ავადმყოფებით, და პურის გაგზავნას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილს ამიერკავკასიის მთავრობის მეთაურმა აკაკი ჩხენკელმა და სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ რადიოტელეგრაფით აუწყეს მთელი მსოფლიოს ცენტრს სეიმის დადგენილება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქუთაისში დაარსდა გურიის თავდაცვის დამხმარე კომიტეტი, რომლის მიზანი იყო გურიიდან ჩამოსული ლტოლვილებისა და იქ დარჩენილების მატერიალური დახმარება. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს სახალხო სკოლების დირექტორი ნიკო მგელაძე, მდივნად – ლეო იმნაძე.