ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51810

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 36 წლის საშა მიხეილის ძე ფურცელაძე.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ სიმონ, გიორგი და თეოფილე დავითის ძე ოთხმეზურები ახლობლებს აუწყებენ, რომ სოფელ დვაბზუში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, დედის – ასპირო გიორგის ასულ ოთხმეზურის სულის მოსახსენიებელ წირვას გადაიხდიდნენ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ აღათი და პეტრე ურუშაძეები, ეფროსინე, ივლიტე, ათანასე და ისაკ ჭანტურიები ნაცნობებს გიგო დარისპანის ძე ურუშაძის გარდაცვალებას აუწყებენ.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში გრიგოლ დიასამიძესა და პართენ გოთუას შორის ინცინდენტი მოხდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ნ. კ. გაუსმანი სახალხო უნივერსიტეტის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „კომეტები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „სახალხო უნივერსიტეტები საზღვარგარეთ, რუსეთში და კავკასიაში“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძემ წაიკითხა ლექცია „ჰაერი და ჰავა“.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 2 თებერვალს თბილისის პოლიციამ ა. სარიჩკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ. მ. პირუმოვი და ო. მოვსესოვი დააკავა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში ვასილ ყიფიანის ხუთმოქმედებიან დრამას, „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგენდნენ.