რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს არჩილ ჯორჯაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების სახით 15 თუმანი გადასცა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა ბიბლიოთეკის წიგნებისა და ხელნაწერებისთვის ყდებისა და ბუდეების დამზადებაზე ზრუნვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ატენის სკოლას (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) 715. 15 მანეთი მოახმარა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისგან ჟურნალ „მოგზაურის“ ორი წლის გამოცემების (სულ 50 ნომრის, თითოს – 40 კაპიკად) შეძენის თხოვნით მიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის შრომის ანაზღაურების საკითხი. მას გადასცეს 10 სამუშაო დღის ხელფასი – 4 მანეთი და მგზავრობის თანხა – 6 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრები (გარდა დეკანოზ იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძისა) ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 50 მანეთი მისცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დაბეჭდვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ იაკობ ნიკოლაძის მიერ შედგენილ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი ესკიზებს. გამგეობამ ესკიზები მოიწონა და გადაწყდა, ნიკოლაძისთვის 1000 მანეთი გაეგზავნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავასგან შეიტყვეს, რომ წიგნის მაღაზიისთვის ბინის ქირაობა შესაძლებელი იყო პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა: ა) თანხები: მასწავლებელთა საარსებო – 83,63 მანეთი, ბათუმის სკოლის – 9,40 მან., ბალანჩივაძისა – 15,49 მან., ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილისა – 251,18 მან., ობლების – 2,37 მან. და სტუდენტების – 31,85 მან., სულ – 428,92 მან. მიემატებინა სალიტერატურო ფონდისთვის, ბ) საწევრო გადასახადი 6 მანეთი საზოგადოების წევრებისთვის დიდი თანხა იყო და შეემცირებინა 3 მანეთამდე იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში, ვინც საწევრო თანხას არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წესდების ზოგიერთი მუხლის შევსება-შესწორება იყო საჭირო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა კავკავისა და ბათუმის სკოლებს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ყვირილისა და ხარაგაულის ბიბლიოთეკები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1906 წლის კრებაზე ჰკითხა, რატომ იყო გადამეტებული ხარჯი 5659 მანეთი და 12 კაპიკი ნასესხებ თანხად ნაჩვენები. ოქმს ხელს აწერენ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე და მდივანი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1906
ტიპი: ღონისძიება
გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის კრებას მოახსენა, რომ მუზეუმის ნივთები არ იყო დანომრილი და დალაგებული, რადგან მათ შესანახად შესაფერისი ადგილი არ ჰქონდა. ხელს აწერენ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ცხვედაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 სექტემბერს მთავარგამგემ სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს აცნობეს, რომ 16 სექტემბრიდან ისტორიის მასწავლებლად გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ილია ბაკურაძე გადაიყვანეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ გამგეობამ გასულ წელს კავკავის სკოლის კომიტეტს დახმარების სახით 538 მანეთი და 30 კაპიკი გადასცა, თუმცა ეს საჭირო არ იყო, რადგან კავკავის სკოლის კომიტეტს შემოსავალი გასავალზე 2853 მანეთითა და 37 კაპიკით მეტი ჰქონდა და ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. სარევიზიო კომისია აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას არამიზნობრივად დასაკარგი თანხა არ ჰქონდა, მით უფრო, როცა სხვადასხვა რაიონში სკოლების მოსაწყობად ფინანსები არ ჰყოფნიდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ თელავის ორკლასიანი სკოლების გამგე ან. ჭავჭავაძეს შეატყობინეს, რომ მას უნდა შეესრულებინა დირექციის 1917 წლის 27 ნოემბრის N58 დადგენილება ივანე ბარკალაიას საქმესთან დაკავშირებით.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 1-ლ, 2, და 3 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა და 10 ივნისს წაიკითხა მოხსენება სკოლის დათვალიერების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს შეატყობინა, რომ სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისას სკოლის ბიუჯეტიდან მისთვის უნდა გადაეხადა 440 მანეთი, მაგრამ არ გადაუხდია.
1906
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1906 წელს გამართულ 23 სხდომას დაესწრნენ გამგეობის წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 14-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი –7-ჯერ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 4-ჯერ.
1915
ტიპი: ღონისძიება
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კირილე წიქვაძის, გიორგი ხუციშვილის, დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევის, არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილის, მამანტი არსენის ძე ხახუნაიშვილის, მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანისა და ლუარსაბ ჯაშის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.