ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51440

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, მდივანი – ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი, ხაზინადარი – იასონ იესეს ძე გიგიბერია.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავი კომისიის წევრებად აირჩია შემდეგი პირები: ოლღა ნატროშვილი, ელენე ბოსტაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ვასო ალუღიშვილი, ზაქარია სარალიძე, ალექსანდრე ჯანყარაშვილი; თავის მხრივ, კომისიამ აირჩია ხაზინადარი (ალ. ჯანყარაშვილი) და მისი თანაშემწე (ელენე ბოსტაშვილი). კრებამ კომისიას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა, მხოლოდ მატერიალური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ გამგეობის წევრებთან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი, დავით მაკარის ძე გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე, ილია დიმიტრის ძე დანელია, დ. ი. ეგორაშვილი და კ. ბ. ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჰაჩყალის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს მოსე ივლიანეს ძე სულუხია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს ვ. ვ. გიგინეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს გ. ბ. წულუკიძე, მ. დ. კილოსანიძე, ს. მ. თავართქილაძე, ნ. ა. ბაკურაძე, ს. თ. იობაშვილი, გ. ქარუმიძე, ვ. ბ. ავალიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს გედეონ მეფარიშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მდივანი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს შალვა გოგებაშვილი კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიელთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო, ცხოვრობდა მისამართზე: ტურგენევის ქ., სახლი №1, ბინა 19.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გრიგოლ ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგე იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრ-მდივანი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის დადგენილებით, გრიგოლ ბურჭულაძე თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურედ დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გრ. ივანოვი, შ. თაბუკაშვილი, ი. ხუსკივაძე, ნ. ხაფავა, კ. შატბერაშვილი და სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძეს სახალხო სკოლებში მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ბოლო 17 წელი მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში იმუშავა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლად დოროთე უჩანეიშვილის ნაცვლად დროებით ეკატერინე მალხაზის ასული კედია მიიწვია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ნოე ნადარეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადრად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს სიმონ გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობის თავმჯდომარედ ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა.