რეგისტრირებული ფაქტები47453
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, პირველი და მეორე სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთები დაებრუნებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული 300 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს შესაწევრის სახით 20 მანეთი გადასცეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ეპატიებინათ წიგნის მაღაზიის ვალი – 254 მანეთი, რის სანაცვლოდაც ის გამგეობას თავის წიგნებს გადასცემდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გამოფენის გასამართ მოლაპარაკებაზე დამსწრეთა სიის შედგენა სთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წევრ დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძეს დაევალა სენაკის სკოლის მდგომარეობის გამოძიება, საჭიროებისამებრ უნდა ჩაერთო სხვა წევრებიც, შემდეგ კი ვრცლად ეცნობებინა გამგეობისთვის სკოლის მდგომარეობა და მისი მოგვარების გზები. ამ საკითხის შესახებ უნდა შეეტყობინებინათ დ. ბაქრაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ანასტასია წერეთლისასთვის 4 მან. 80 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ფონოგრაფის შესარჩევად დახმარება ზაქარია ფალიაშვილს სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ფონოგრაფის შეძენა სთხოვა. საზოგადოებამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და 25 მანეთი გამოყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, რომ ბაქოში გამართული ქართული საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მათე ვასილის ძე გორგილაძემ, სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა, კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძემ, ნინო იოსების ასულმა ბაქრაძე-ბოცვაძემ, ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილმა, ერმალოზ ნიკოლოზის ძე ბერიშვილმა, ალექსანდრე ლევანის ძე ბელეშაძემ, ივანე დიანოსეს ძე ბარამიძემ, ალექსი პავლეს ძე ბედუკაძემ და ვალერი მიხეილის ძე ბილანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).
1910
ტიპი: ღონისძიება
ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ ამირიძისთვის წიგნების თანხის – 9 მან. 80 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს მარტისა და აპრილის ჯამაგირი 40 მანეთი გადასცეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ მიხეილ ჯანაშვილს წინარეხის სკოლისთვის რვა მაგიდის გასაკეთებლად (37 მანეთის გარდა) დამატებით გადაეცა 31 მან., სკოლის შენობის დურგლის სამუშაოსთვის – 6 მან., მაგიდების წინარეხში წასაღებად – 3 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის თხოვნა მისი გამოცემული წიგნების შეძენის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის მოხსენება რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარის შესყიდვის შესახებ. გამგეობამ თანხის არქონის გამო უარი თქვა ჩუბინაშვილის წინადადებაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელთა თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა უმიზეზოდ დაკავებულ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, მიხეილ საბინინისგან გასაყიდად მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართული ქართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელშიც წევრები ითხოვდნენ 26 მარტს საზოგადოებისთვის გამოგზავნილი თანხიდან (2 795 მან. 40 კაპ.) ბაქოს ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგის, თავად ივანე ასლანის ძე ვაჩნაძისთვის გაეგზავნათ 795 მანეთი.