ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის 1911 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძის მამულის თელავის განყოფილებისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ოქტომბერს ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება ადგილობრივ ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მღვდელ ვასილ კარბელაშვილს მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის გაგზავნოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ხიდისთავში გამართულ კომუნისტთა პირველ კრებაზე ალექსანდრე სულხანიშვილსა და შარაშენიძეს დამსწრე ხალხმა იარაღი ჩამოართვა. სულხანიშვილმა ამ ფაქტის შესახებ ბათუმში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს აცნობა, რის შემდეგაც მათ იარაღი დაუბრუნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ე. წ. სურგუნოვმა ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გახსნა პატარა სახალხო, იაფფასიანი, სამკითხველო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სარკინიგზო დეპოში გიორგი ყაზბეგის ინიციატივით პატარა ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელშიც მხოლოდ რუსული წიგნები იყო. 1893 წელს ქართველმა მუშებმაც გახსნეს აქ ქართული განყოფილება.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს კ. ნოდიამ თავის სავაჭროსთან პატარა სამკითხველო გახსნა, რომელიც 1894 წელს ლავრენტი ტუღუშის სტამბასთან არსებულ სამკითხველოს შეუერთდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების აგენტის, ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილისთვის მადლობის გამოცხადება გადაწყვიტეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვ. ბურჯანაძის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გადამწერი თ. ჯარიაშვილისთვის თანხის მიცემას. სამი თვის განმავლობაში ჯარიაშვილი თავისი სამსახურით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა ასრულებდა ხაზინადრის მოვალეობას. მომხსენებლის აზრით, ჯარიაშვილს უნდა მიეღო ხაზინადრისთვის გადადებული ჯამაგირი. გამგეობამ დაადგინა, ზაფხულის თვეებში გაწეული ზედმეტი შრომისთვის მიეცა თამარ ჯარიაშვილისთვის 150000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სამხედრო სტამბამ დუტუ მეგრელის მოთხრობების წიგნის ანგარიში წარუდგინა. სტამბას 1. 4 მილიონი ერგებოდა. გამგეობამ სტამბისთვის ამ თანხის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირების თხოვნა თითოეულისთვის 300 000 მანეთის შეშის შესაძენად დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ თითოსთვის 250 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა განცხადება ჯამაგირის გაზრდის შესახებ და პრეზიდიუმის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამგეობამ გაიზიარა პრეზიდიუმის მოსაზრება და დაადგინა მომსახურე პირთათვის ჯამაგირის ოთხჯერ გაზრდა (50 000-დან 200 000 მანეთამდე). იქამდე მიღებული პურის რაციონის ფული ჩათვალა დახმარებად, იმ დღიდან კი მომსახურეებისთვის ყოველთვიურად 1125 მანეთი უნდა მიეცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 54. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი, დოროთე უჩანეიშვილი სხდომაზე მიიწვია და წინა სასწავლო წლის შეცდომების გამოსასწორებლად საჭირო რჩევა-დარიგებები მისცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ანგარიშის გასავალში აღნიშნულია 100 მანეთი – ალექსანდრე თევდორეს ძე პრონინისთვის დაბრუნებული ვალი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ეგნეტეს ძე ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 20 მანეთის გადაცემის შესახებ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს სოფიო არღუთინსკაია-დოლგორუკმა იაფფასიანი ბიბლიოთეკა-სამკითხველო დააარსა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნინო ნაკაშიძის მოხსენება, რომელიც ოლღა ჭავჭავაძის მომვლელისთვის დახმარების გაცემას ეხებოდა. გამგეობამ დახმარების სახით ოლღა ჭავჭავაძის მომვლელისთვის 200 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დიმიტრი უზნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავისი „ახალი ისტორიის“ ჰონორარის სანაცვლოდ წიგნები სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან მას მთელი ჰონორარი აღებული ჰქონდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს სეით იაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას თავისი წიგნების ჰონორარიდან ნახევარი მილიონი სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას არ. პოლიცვეტოვიჩ-ნიკოლაძე და დონდუა სთხოვენ წიგნის „ბუნება სკოლაში“ ჰონორარს 20%-ის დაკლებით. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მთხოვნელებისთვის ასი ათასი მანეთი ავანსად.