ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45884

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 17 ივლისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გენერალ-ლეინტენანტ გრიგოლ ლევანის ძე დადიანის დასახლებული მამული სამურზაყანოში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წელს იოსებ ნინიძემ სასტუმრო „მარსელის“ მეპატრონე იყო.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყორღანოვის ქუჩაზე მდებარე გენერალ ალექსანდრე ბუჭყიაშვილის სახლიდან მოსამსახურემ 2000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 8 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიღნაღის მაზრაში, ნიკოლოზ, სიმონ და ივანე დავითის ძე ანდრონიკაშვილების მამულში, ნავთის სამმა შადრევანმა ამოხეთქა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ გორში, კათოლიკეთა ქუჩაზე და დახურულ ბაზარში, ორი მამული იყიდებოდა. დაინტერესებული პირები ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე სასტუმრო „ნოეს“ მფლობელი იყო.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს სოსიკო მერკვილაძეს თბილისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს საფრანგეთის ცნობილმა ფირმამ „პერასსი და კ", რომელიც სეტყვასთან საბრძოლო მორტირებს ამზადებდა, კავკასიასა და რუსეთში თავისი წარმომადგენლობა პეტრე ყიფიანს გადასცა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 2 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულნი პირობების დასაზუსტებლად ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ გაითვალისწინა თბილისელი მეტივეების ვექილის შუამდგომლობა და გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული ტივები მეპატრონეებს დაუბრუნა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 7 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დავით სარაჯიშვილის არყის ქარხნის შესახებ საქებარი სტატია გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი ახალ მისამართზე, მიხეილის ქუჩის N129-ში გადავიდა.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვს თბილისში აფთიაქი ჰქონდა გახსნილი.

1883

ტიპი: მფლობელობა

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძე ფლობდა გამომცემლობას.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარსა და ივანოვს გოლოვინის პროსპექტზე კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდათ გახსნილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წელს გრიგოლ ჩარკვიანი ფლობდა გამომცემლობას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკი ფლობდა საკუთარ სახლს ქალაქ თბილისში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 5 ივლისს ზაქარია გრიქუროვი ფლობდა წიგნის მაღაზიას.

1876

ტიპი: მფლობელობა

1876 წელს ხეთის სკოლის მასწაველებლ ზოსიმე ჩაჩუას პანსიონი ჰქონდა გახსნილი მოსწავლეებისთვის.

1893

ტიპი: მფლობელობა

1893 წელს პეტრე გელეიშვილი წიგნის მაღაზიას ფლობდა სამტრედიაში.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წელს ნიკო დადიანს ჰქონდა ბინა ქუთაისში.