რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას წიგნის მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე. თვითონ ბახტაძის წინადადებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას წიგნის მაღაზიის მსახური პ. გლადიშევი სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო. წინა პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, გლადიშევს აღებული ჰქონდა 30000 მანეთი დახმარების სახით და 150000 მანეთი თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ დაამტკიცა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილს გაგზავნოდა მოთხოვნილი სასკოლო ნივთები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მბეჭდავი ჯარიაშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ჩიგოგიძე, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის სკოლის გამგე სთხოვს 130 ცალ „русское слово“- ს პირველ ნაწილს. გამგეობამ წიგნების უქონლობის გამო უარი უთხრა კავკავის სკოლის გამგეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი სკოლისათვის ნივთიერი დახმარების შესაძლებლობას. სკოლას მხოლოდ მასწავლებელთა ჯამაგირებზე ყოველთვიურად ესაჭიროებოდა 4 მილიონი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, გაყიდული წიგნების შემოსავლიდან გადაედო კავკავის სკოლისთვის მილიონნახევარი მთელი წლის განმავლობაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის თხოვნა გამგეობისგან სკოლის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების მიცემის შესახებ. მასწავლებელი ითხოვდა გიორგი იოსელიანის 10 „საღვთო ისტორიას“, 15 მისსავე „ლოცვანს“, 50 სახატავ რვეულს, მელანსა და კალმებს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მიერ წარდგენილი საზოგადოების წლიური ანგარიშის განსახილველად საგანგებო კრება დანიშნა 7 მაისს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას გიორგო ლეონიძე სთხოვს ვეფხისტყაოსნის კლიშეებს ქართველი პოეტების კრებულისთვის. გამგეობამ დაადგინა, მცირე ხნით მიეცა ლეონიძისთვის კლიშეები ნაწილ-ნაწილ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ლეონ მელიქსეთ-ბეგი აუწყებს, რომ ერთ თვეში მან ვერ მოასწრო წიგნსაცავიდან წაღებული ტექსტის „სომხური კანონები“ გადაწერა და კიდევ ერთი თვის ვადას ითხოვს. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომართელი აუწყებს, რომ დროის უქონლობის გამო მას არ ძალუძს შეასრულოს თავმჯდომარის ამხანაგისა და გამგეობის წევრის მოვალეობა. გამგეობამ გადაწყვიტა, მოეწვია ახალი კანდიდატი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სხდომის თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. თავმჯდომარე და საზოგადოების მდივანი ყოფილან განათლების კომისართან საზოგადოებასა და განათლების კომისარიატს შორის ურთერთობის საკითხებზე. კომისარმა ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი ვერ გასცა მათ. თავმჯდომარის წინადადებით გამგეობას უნდა აერჩია კომისია, რომელიც საქმის ვითარებას გააცნობდა რევკომის თავმჯდომარეს. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა რევკომის თავმჯდომარესთან მოლაპარაკება საზოგადოების საქმეთა შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილი საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც შემოწმებული ჰქონდა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფთა და ხეიბარ მებრძოლთა სამზრუნველოს მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრნენ თბილისის ადგილობრივი ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელი ბაშენევი, კავკასიის მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ნირ-კიაზიმ ხან ტალიშევსკი და საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ვ. მ. მაჩაბელი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა დავით კარიჭაშვილის თხოვნა გათავისუფლების შესახებ და დააკმაყოფილა. დაინიშნა საგანგებო კრება საქმეების წარმოების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბერს პეტრე ყიფიანის დახმარებით გამგეობამ გამართა ტრადიციული საღამო ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს მდივნის მოხსენება გრიგოლ დადიანის პრემიის ახალი საკონკურსო ვადის დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საგანგებო სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების სამუზეუმო, საგამოფენო და საექსკურსიო განყოფილება სთხოვს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სურათებს. განჩინებით ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაურმა სთხოვა 300 000 მანეთი „ქართველი მწერლების“ ჰონორარიდან. გამგეობამ დაადგინა, გომელაურისთვის 200 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.