რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბაქოში დახვრეტილი გენერალი მაყაშვილის ქვრივი ეკატერინა სთხოვს, მიეცეს მას ნება გაუკეთოს მოაჯირი თავისი შვილის საფლავს პანთეონში, ხოლო როცა შესაძლებელი იქნება მისი მეუღლის გადმოსვენება, ისიც შვილის გვერდით დაიკრძალოს. გამგეობამ მოაჯირის გაკეთების ნება დართო მაყაშვილის ქვრივს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას „ახალი სხივის“ რედაქცია სთხოვს მისგან 1200 ცალი წიგნის „პლატფორმა და მასალები პარტიული პროგრამისთვის“ შეძენას ნაღდ ფულზე. უსახსრობის გამო გამგეობამ უარი უთხრა რედაქციას, საკომისიო წიგნების ანგარიშიდან კი დაჰპირდა 100000 მანეთს ავანსად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს 100000 მანეთს თავისი წიგნების ჰონორარიდან. იმ დროისთვის მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა ბარნოვის თხოვნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გან. კომისარიატის მთავარ გამგეობასთან მოლაპარაკების საკითხს. პრეზიდიუმმა ასევე წარუდგინა სხდომას წერილობითი მოხსენების პროექტი, რომელიც განჩინების თანახმად დადასტურებულ იქნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: პ. საყვარელიძე, ნ. ნაკაშიძე, ნ. ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა გლავპოლიტპროსვეტთან მოლაპარაკებას. გამგეობამ მოლაპარაკების წარმართვა პრეზიდიუმს დაავალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის გამოცემაში დახმარების შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პარიზში მცხოვრები იოსებ ჭეიშვილის თხოვნა, რომ დაენიშნათ სპარსეთის ქართველობის მასწავლებლად და ამისთვის წინასწარ დახმარებოდნენ ფულით. გამგეობამ მას უარი უთხრა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 მაისის საგანგებო სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიხილა 1898 წლის ანგარიში და გასცა დაბეჭდვის განკარგულება. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 მაისის საგანგებო სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში შემდეგი წლისათვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ 1912 წლის 27 სექტემბერს მან მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება თელავის სკოლის დათვალიერების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამეგობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გ. ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას 27 სექტემბრის მოხსენების ასლი. მოხსნება ვართაგავას მიერ თელავის სკოლის დათვალიერებას ეხებოდა. მთავარმა გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების გამგეობას გაეთვალისწინებინა ვართაგავას შენიშვნები და ზომები მიეღო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებლი გ. ბურჭულაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა საზოგადოების გასული წლის ანგარიში წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საზოგადოებას 15221.20 მანეთი ჰქონდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს 1-10 მაისის საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 255 მან. 7 კაპ., ხარჯი – 250 მან. 3 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 477 მან. 86 კაპ., ვალი – 150 მან. 16 კაპ., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო სხდომაზე განიხილეს თავადანაზნაურობის მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესყიდვის საკითხი. მამული, რომელიც იმ დროისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ეკუთვნოდა, შედგებოდა 2715 კვ. საჟენი კარ-მიდამოსაგან და მასთან არსებული 1800 კვ. საჟენი საწისქვილე ადგილისაგან. თავადაზნაურობის კრებამ დაადგინა, ნება დაერთო გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისთვის შეეძინა აღნიშნული მამული ბანკისგან და გადაეცა ის წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ შესთავაზა სოფელ ყვარლის ილიასეული მამულის თავის მფლობელობაში გადასვლა და შემდგომში საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის საექსპლოატაციოდ გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 11 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოლომონ ახვლედიანი სთავაზობს მისგან პარიზიდან ჩამოტანილი ფრანგულენოვანი წიგნების შეძენას 1500000 მანეთად. განჩინების თანახმად გამგეობამ უარი უთხრა ახვლედიანს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვარლამ ბურჯანაძე ავადმყოფობის გამო სთხოვს თვენახევრიან შვებულებას 8 ივლისიდან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბურჯანაძისთვის ერთთვიანი შვებულება 8 ივლისიდან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – პ. საყვარელიძე, ი. გიორგობიანი, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. ბურჯანაძე და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, ნინა (პუპი) აბაშიძემ ერთიანი სამუდამო გადასახადის სახით საზოგადოებას შესწირა 5 000 მანეთის ღირებულების სოფლის მამული.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა ქუთაისისა და ბაქოს განყოფილებებს ატყობინებს, რომ მომავალი წლიდან იგეგმება საზოგადოების ყოველთვიური ორგანოს (უწყების) გამოცემა და რადგან მთავარ გამგეობას არ ძალუძს მთელი ხარჯის გაღება, ამიტომ ფილიალებს სთხოვენ ნაწილი (75 მან.) აიღონ საკუთარ თავზე და ნელ-ნელა გადაიხადონ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 ნოემბერს სამსონ ფირცხალავა ატყობინებს ქუთაისისა და ბაქოს განყოფილებებს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა მომავალი წლიდან გამოსცეს საკუთარი ყოველთვიური საერთო ორგანო (უწყება), რომელშიც დაიბეჭდება სხვადასხვა სახის წერილები, ანგარიშები, ახალი წიგნების ბიბლიოგრაფია და რომელიც მოემსახურება ფილიალთა და მთავარი გამგეობის ურთიერთდაახლოების საქმეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს თავისი წიგნის ჰონორარიდან გარკვეულ თანხას, რამდენიც შესაძლებელი იქნება. მწერალს მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბარნოვისთვის 10000 მანეთი.