რეგისტრირებული ფაქტები50770
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წუხდა კავკავის სკოლის გამგებლობაზე ტიტე კახიძის უარის გამო. აღნიშნა, რომ კახიძე კარგი გამგე იყო, რომ კავკავის სკოლის წარმატება მისი დამსახურება იყო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ სოფიო ვახვახიშვილისას შეწირული სასტიპენდიო თანხიდან 60 მანეთი წმ. ნინოს დედათა სასწავლებელს გადასცა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილებამ 1 500 მანეთად შეაკეთა ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოწესრიგებას გეგმავდა, რისთვისაც 3 000 მანეთი სჭირდებოდა. საზოგადო კრების დადგენილებით თელავის განყოფილებას ეს თანხა უნდა ეთხოვა თბილისის თავადაზნაურობისთვის, რომელმაც თავის დროზე შეისყიდა მამული და მათ გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილება ცდილობდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას წევრთა რიცხვის გაზრდით, ვაჭრობის გაფართოებითა და გასართობი საღამოების გამართვით. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავრა 1912 წლის გამგეობის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას 1912 წელს ჰქონდა ერთი სკოლა. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა დაედასტურებინა, რომ თელაველებმა 1 800 მანეთი სახელმწიფო ბანკში შეინახეს. თელავის განყოფილებას სურდა, ეს თანხა მთავარ გამგეობას ყოველწლიურ ანგარიშში აღენიშნა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მათ მიერ გაგზავნილი 1 800 მანეთის სახელმწიფო ბანკში შენახვა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.