ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50770

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 2-ჯერ მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საჯიქაოს სკოლას სჭირდებოდა: 15 ცალი „დედა ენა“, 10 „როდნოე სლოვო“ და 25 ანთიმოზ ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ მიქელაძის ცნობით, 1881 წლის 3 დეკემბრისთვის სოფელ ჭაგნის სკოლაში სწავლობდა 75 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი. მათგან 35 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მუხრანის სკოლის მასწავლებელმა ივანე გრიგოლის ძე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1-ლ თებერვალს მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ივანე გძელიძის ცნობით, 1881 წლის 2 დეკემბრისთვის სოფელ მუხრანის სკოლაში სწავლობდა 39 მოსწავლე ვაჟი, მათგან 23 სომეხი იყო, ხოლო 16 – ქართველი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაჯის სასწავლებლის პედაგოგმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ე. ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ ბაჯის სასწავლებელში სწავლობდა 40 მოსწავლე ვაჟი, მათგან 6 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სჭირდებოდათ „დედაენა“ 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58 ცალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ ბრეგვაძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ჩხირაულის სკოლაში სწავლობდა 13 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 7 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ არასდროს მიუღია სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N6 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ნოემბერს სოფელ ხევის სკოლის მასწავლებელმა ვასილ ჯგვიშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N152 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ივლიანე ჭეიშვილის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრისთვის სოფელ ნაესაკაოს სკოლაში სწავლობდა 92 მოსწავლე ვაჟი და ქალი, მათგან 32 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფილარეტ ბაქრაძის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ წესის სკოლაში სწავლობდა 7 მოსწავლე, მათგან 4 ვაჟი, 3 – გოგონა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ერმალოზ გუმბერიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ დიმის სკოლის 52 მოსწავლე ვაჟიდან მესამედზე მეტი ისეთი ღარიბი იყო, რომ სრულებით არ შეეძლოთ საკუთარი ხარჯით წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ერმალოზ გუმბერიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ დიმის სკოლაში სწავლობდა 52 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფელ დიმის სკოლის მასწავლებელი ერმოლაოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ მათგან შემოწირული წიგნები მოახმარეს სკოლას, ღარიბ და ბეჯით მოსწავლეებს დაურიგდათ უფასოდ, ხოლო დანარჩენებს− დროებით საკითხავად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ბ. ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ პერევისის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“, დახაზული დაფები − 6-6 ეგზემპლარი, ასევე დახაზული ქართული და რუსული რვეულები − 13-13 ეგზემპლარი (ყველასთვის).

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ბ. ბახტაძის ცნობით, 1881 წლის 25 ნოემბრისთვის სოფელ პერევისის სკოლაში სწავლობდა 13 მოსწავლე ვაჟი, მათგან 6 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ პერევისის სკოლის მასწავლებელმა ბ. ბახტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მიმდინარე წლის მარტში ერთხელ მიიღო ქართული წიგნები, სხვა სასწავლო ნივთები არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ დავით ბაზიეროვის ცნობით, 1881 წლის 5 დეკემბრისთვის ვაქირ-ანაგის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 36 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 15 ღარიბი იყო.