ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანა ნიკოლოზის ასული ბეგთაბეგოვის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N60.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს სამსონ დათეშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კრედიტის გახსნა სთხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს ლევან მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ილია ჭავჭავაძის (გედევან. გამოცემა) სურათების კლიშეები სთხოვა თავისი „ქართული ანდაზების კრებულისთვის“. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძის ინიციატივით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება გადაწყვიტეს. სხდომას ესწრებოდა 48 წევრი, თავმჯდომარე იყო სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, მდივანი – სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა საყმაწვილო წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი მაჭარაშვილის თხოვნა, სოფელ ალიში გლეხებისთვის „კაკო ყაჩაღის“ 50 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 11 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა მოსწავლეებისთვის პუშკინის თხზულების 100 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს (მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი) შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს სხვა საგნებთან ერთად მათემატიკა, ზოგადი გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, ფიზიკა (მეთოდიკით) და ბუნებისმეტყველება (ბოტანიკა, ზოოლოგია, მინეროლოგია, გეოლოგია, ქიმია) უნდა ესწავლათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში სასწავლებლების გაეროვნულებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს (მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი) მიერ შექმნილ გადამზადების სპეციალურ კურსებზე პედაგოგებს ქართული ენის გრამატიკა, გრამატიკის მეთოდიკა, ქართული ლიტერატურა ძველი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე და მსოფლიო ლიტერატურის მოკლე ისტორია უნდა ესწავლათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნა, რომელშიც 12 ბავშვი ცხოვრობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) კაფე „ფინჯანი ჩაი“ გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე) ერთი საზოგადო და ერთიც საგანგებო კრება გამართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) ქალებისთვის ჭრა-კერვის განყოფილება გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) 724 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, საკვირაო სკოლისა და ვაჟებისთვის სახელოსნოს გახსნა სურდა, მაგრამ მასწავლებლის არ ყოლისა და ინსპექციის მიერ პროექტის დამტკიცების დაყოვნების გამო, გეგმა ვერ განახორციელა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს საგურამოს სკოლის მასწავლებელმა, კონსტანტინე სეხნიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის სოფლის შუაში გადატანა სთხოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა საზოგადოების წლიური კრების გაგრძელებაზე ზრუნვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების შეცვლისა და ბინის გამოცვლის შესახებ. წესდების განხილვა გადაიდო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ მათ მიერ დაბეჭდილი ყველა წიგნის თითო ან ორი ეგზემპლარი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს, სამსონ ფირცხალავას, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და სიმონ კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის რკინის მესრის გაკეთებაზე ზრუნვა დაევალათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის კარის გაკეთების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ატენის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი ბარნაბიშვილის ხელფასი 648 მანეთი იყო. ის სკოლაში ცხოვრობდა, ამიტომ ბინის ქირას საზოგადოება არ უხდიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ლ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ ერასტი გორდელაძე თავს ვალდებულად არ თვლიდა, სამრევლო სკოლების საბჭოსთვის 11 მანეთი გადაეხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძეს 1900 წლის ანგარიშის შემოწმება და დაბეჭდვა დაევალა.