რეგისტრირებული ფაქტები51843
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ფილიპე იესეს ძე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში ბუდუ მდივანი ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 დეკემბერს თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრები იყვნენ გიორგი ყაზბეგი, კონსტანტინე აფხაზი, მ.სუმბათაშვილი და იაკობ ჩიჯავაძე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის შემოდგომაზე მიხა ცხაკაია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის 18 ნოემბერს იოსებ სტალიანმა სერგო ორჯონიკიძეს შესთავაზა, სერგო ქავთარაძე სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აერჩიათ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს 19 წევრი ჰყავდა, აქედან 4 ქალი – მარო ბოჭორიძე, ანეტა სულაქველიძე, ფაცია გალდავა და საშა დარახველიძე.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდნენ აფრასიონ მერკვილაძის რაზმის წევრები: თომა ჩუბინიძე, ისმაილ ჭუმბურიძე და ამბაკო სამანიშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა სამოსწავლო ოლქის საბჭოს კომისრად ლევან ნათაძე დაასახელეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ქართული საქველმოქმედო საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თავის წარმომადგენლებად გადმოხვეწილთა კომისარიატში მიხეილ მაჩაბელი და პართენ გოთუა აირჩია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 1 ივლისს დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნ დეპუტატთა არჩევნების მომწყობმა კომისიამ აირჩია პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ლომთათიძე, ალი-მარდან ბეგ თოფჩიბაშევი და ალექსანდრე ხატისოვი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 მაისს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების წარმომადგენლებად გადმოხვეწილთა და ომისგან დაზარალებულთა საბჭოში აირჩია: ვ. მ. მაჩაბელი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა, გ. ცინცაძე და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ბათუმის ოლქის მასწავლებელთა კავშირის ქართულმა სექციამ აირჩია გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ილია ფერაძე, არსენ წითლიძე, თეოდოსია ჯაყელი, ალექსანდრე მგელაძე და სალომე ხიმშიაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ზესტაფონში გაიმართა ეროვნულ-დემოკრატთა კრება, რომელზეც თბილისიდან მიწვეული იყო იოსებ მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისიდან – ვასილ წერეთელი. შეხვედრისას მათ განმარტეს პარტიის პროგრამა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 18 ნოემბერს ახალ-სენაკის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების გამგეობამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვლადიმერ ხოფერიას არჩევას პარტიის წარმომადგენლად ეროვნულ ყრილობაზე.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილების“ წევრები იყვნენ: ვიქტორ გეევსკი, შერრერი, ზაქარია ჯორჯაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე ყორღანოვი და სხვები.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 18 კაცი, მათ შორის პირველებად – გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, სპირიდონ კეიდია, შალვა ქარუმიძე, იოსებ მაჭავარიანი.
2026
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, სომეხთა სახალხო პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა მ. ი. პაპაჯანოვი, ს. ს. არუტინოვი, კ. მ. ტერ-პეტროსოვი, ექიმი ა. აივაზიანი, ი. ა. ვარიანი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ წერილში „პარტიები საქართველოში“ აღნიშნულია: ბოლშევიკებმა გამოაცხადეს, რომ ლეგალიზაციას მისცემენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთაც სწამთ მესამე ინტერნაციონალი და საბჭოთა სისტემა. ასეთები აღმოჩნდნენ თედო ღლონტი და ყოფილი ბოლშევიკი, შემდეგ ფედერალისტთა დეპუტატი შალვა ნუცუბიძე მცირე ჯგუფით. ისინი გამოსცემდნენ გაზეთ „სოც. ფედერალისტს“. სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ ისინი პარტიიდან გააძევა და გაზეთის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომ პარტიის ორგანო არ იყო.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ პარმენ ჭიჭინაძე გაერთიანებულ ყრილობაზე გაგზავნა თავის წარმომადგენლად. მან ქართველოვის ფსევდონიმით მიიღო მონაწილეობა.