ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომელსაც ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები: გრიგოლ იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი, განიხილა საზოგადოების სკოლათა რევიზიის საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლასხიშვილის ცნობით, ქართული თეატრალური წრე, რომელიც მართავდა სახალხო წარმოდგენებს, 1899 წელს დგამდა სპექტაკლს „ბუნდოვანი სურათები“, ასევე იგეგმებოდა სახალხო კითხვის მოწყობა ქართულ ენაზე.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო. ესწრებოდნენ წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისა და მხატვართა კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ განიხილა ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი და შესანიშნავ ჩანაფიქრად აღიარა მჯდომარე ქართველი დედისა და ილიას ბიუსტის კომპოზიცია. დაასკვნა, რომ მოდელი მხატვრული ქანდაკების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და დიდი პოეტის შესაფერისი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის (პროექტის ავტორი – იაკობ ნიკოლაძე) ასაგებად საჭირო თანხა ანჯელო ანდრეოლეტის მიერ 1908 წლის 14 მაისს შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში ოთხ პუნქტადაა გაწერილი და ჯამში 24000 მანეთს შეადგენს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ 23 სხდომას თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არც ერთხელ არ დასწრებია, თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე დაესწრო 22-ჯერ, წევრები – იესე ბარათაშვილი – ერთხელ, ფილიპე გოგიჩაიშვილი – 14-ჯერ, ნიკოლოზ ელიავა – 3-ჯერ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 27 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვს ბიბლიოთეკისთვის წელიწადში 100 მანეთის შემწეობის მოცემას შეჰპირდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის მაისში ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაპირებული 100 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ანჩაბაძემ და დიმიტრი ჟვანიამ ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილს ხელთუბნის სკოლის დასაარსებლად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ დააკმაყოფილა დიდი თონეთის სკოლის პედაგოგ ბესარიონ ჭილაძის ორივე თხოვნა სამკურნალო წამლებისა და ასაცრელი ინსტრუმენტების შეძენის შესახებ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პედაგოგმა ბესარიონ ჭილაძემ ყვავილის აცრის მოწმობა მიიღო და საზოგადოების მმართველობას სთხოვა, ზომები მიეღო ასაცრელი ინსტრუმენტების შესაძენად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პედაგოგმა, ბესარიონ ჭილაძემ საზოგადოებას 15 მანეთი სთხოვა წამლების შესაძენად და სოფელში ავადმყოფებისთვის დასარიგებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და მხატვართა კომისიის გაერთიანებულმა სხდომამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული პროექტი, განსაკუთრებით არქიტექტურული მხარე, მხოლოდ რამდენიმე წვრილმანის ცვლილება მიიჩნია სასურველად, მათ შორის ჩუქურთმებისთვის ქართული იერის მიცემა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის გაგზავნა სთხოვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს შეატყობინეს, რომ მისი ნამსახურობის საბუთები სასულიერო გიმნაზიისა და კათალიკოსთა საბჭოსაგან არ მიუღიათ, ამიტომ თავად უნდა მოეძებნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 აპრილის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელი და ძეგლის დადგმის საკითხი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიდან კრებას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე იაკობ ღულაძე და გამგეობის წევრები: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, პეტრე სურგულაძე, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ ფირცხალავა; კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების მხრიდან – მხატვართა კომისიის წევრები: გიგო გაბაშვილი, მ. კ. ფრანკე, ბორის ფოგელი, ოსკარ შმერლინგი, ეღიშე თათევოსიანი, მოსე თოიძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ალექსანდრე მრევლიშვილი და არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ნიკოლაძისეული ახალი ფოტოესკიზების განსახილველად 1909 წლის 22 ოქტომბერს, 7 საათზე, კანცელარიაში მიიწვია მხატვრები – გიორგი ივანეს ძე გაბაევი, ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი და ჰენრიკ თეოდორის ძე ჰრინევსკი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობეს, რომ თეატრალური სეზონის გახსნის შემდეგ ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოებისგან (თავმჯდომარე – გიორგი ჭუმბურიძე) გადაეცემოდათ 100 მანეთი ილიას საფლავზე ძეგლის ასაგებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს განათლების სამინისტრომ გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევს ერთჯერადი დახმარება გადასცა და პენსია დაუნიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი მარტიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელი ევგენია ჯანდიერი პედაგოგიურმა საბჭომ ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის, სამსონ ფირცხალავას თქმით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე საკუთარი სურვილით – გამგეობის მოწვევის გარეშე – ჩამოვიდა პარიზიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლზე სამუშაოდ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას სთხოვა დაეჩქარებინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის საქმე – 6 აპრილს მოეწვიათ მცოდნე პირთა სხდომა ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის განსახილველად.