ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განყოფილების უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარებოდა. თხოვნას ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 თებერვალს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 16 თებერვალს წევრთა საერთო კრება და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა იყო დაგეგმილი. გამგეობას განსახილველი საკითხების დამტკიცება სთხოვეს. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 იანვარს ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შემოსავალ-გასავლის ანგარიში და მთლიანი შემოსავლის ათი პროცენტი, 96 მანეთი და 72 კაპიკი გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრებაზე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილმა მოხსენება გააკეთა. მან სამკითხველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე საწევროს შეტანის საკითხი განიხილეს. გადაწყვიტეს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაში ოცდათორმეტი მანეთი შეეტანათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს სოფელ ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წევრობის მსურველი 32 პირი მიეღოთ და განყოფილების დაარსების ნება მიეცათ. წერილს ხელს აწერენ ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტით განყოფილებას საანგარიშო წელს ჰყავდა 71 ნამდვილი წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა საზოგადო კრების გასარჩევ საკითხთა სია, რომელსაც ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ოლღა ხოფერია, მდივანი გიორგი გამზარდია და წევრი სოფიო არჩაია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ის ორ დღეში წარმოადგენდა განყოფილების მოქმედების შესახებ ანგარიშს. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის ანგარიშები. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 6 თებერვალს გიორგი რომანოზის ძე ერისთავმა დააარსა ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი ხალხის შვილებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ქალაქიდან ნაბადას სკოლის 30 მოსწავლის (სულ 40 მოსწავლე იყო) გახიზვნას ატყობინებს და სკოლის დახურვის საკითხს აყენებს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ გამგეობა ყვარლელების თხოვნას დააკმაყოფილებდა, სოფელი თავის თავზე აიღებდა ილიას სახელობის სკოლის ასაშენებლად საჭირო მასალის მოტანასა და ყოველგვარი დახმარების აღმოჩენას. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ სახლის დათმობა შეუძლებელი იყო, სოფელი სთხოვდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქირით მიეცა სახლი ყვარლელებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობამ საწევრო გადასახადის შესაკრებად და წევრების გასამრავლებლად შემოიღო საკვიტანციო წიგნაკები, დაგეგმილი ჰქონდა ქალაქის უბნებად დაყოფა და საიმედო აგენტების დახმარებით აპირებდა საწევრო გადასახადი შეეგროვებინა. ვასილ ბურჯანაძემ ეს იდეა მოუწონა ყვირილის განყოფილების გამგეობას და სთხოვა საკვიტანციო წიგნაკებით საწევრო ფულის შეგროვების დროს იმ სისტემით ეხელმძღვანელა, რითაც საზოგადოების მთავარგამგეობა ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მფლობელობაში იყო ერთი სკოლა და წიგნის მაღაზია თელავში და ხუთი ბიბლიოთეკა თელავის მაზრაში, კერძოდ: ერთუბანში, გავაზში, ყვარელში, შილდასა და საბუეში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სენაკის განყოფილების მოქმედების ანგარიში, რომელიც შეიცავდა მოქმედების სრულ ინფორმაციას მისი დაარსების დღიდან. ანგარიშს ხელს აწერს ოლღა ხოფერია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ წერილობითი თხოვნით მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს, რომ აღმოეჩინათ ნივთიერი დახმარება, რათა დაეარსებინათ დაბა სენაკში საპროფესიო სკოლა, რომლის შესანახადაც წლიურად საჭირო იქნებოდა 74 000 მანეთი. წერილს ხელს აწერს მდივანი გიორგი გამზარდია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრმა პეტრე დგებუაძემ გამგეობას შესთავაზა შეეძინათ საქსოვი მანქანა ხალხში გასავრცელებლად.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის ხელმძღვანელობით 1906 წელს დამწვარი თეატრის შენობის ნაწილის გადაცემის მოთხოვნით ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკს მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების მდივანმა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძემ მთავარ გამგეობას განყოფილების ინსტრუქცია და წიგნსაცავისთვის წიგნები სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 5 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 3 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა ისაკო მახარობლის ძე სიხარულიძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 3 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა ილია გიორგის ძე მაღლაკელიძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 5 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.