ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51436

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. ფიშბერგი იყო მუსიკოსი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქადაგიძე მასწავლებლად მუშაობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ოლივერ უორდროპი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე იყო აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის მმართველობის რეგისტრატორი, ბეგიაშვილი იმავე მმართველობის თარჯიმნად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ივანეს ძე როსტომაშვილი იყო ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა დელეგატი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის პედაგოგი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე იყო დამსახურებული სახალხო მასწავლებელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამხედრო პირი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის დროებითი აღმსრულებელი გრიგოლ მაჭავარიანი ლაგოდეხის ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევსეი უშვერიძე იყო საქართველოს კონსული ოდესაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ხახუტაშვილი იყო დეკანოზი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ქვარიანი იყო აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჯოტი შერვაშიძე იყო აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ყანჩელი იყო ერევანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მოადგილე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვაცლავ ოსტროვსკი იყო პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილარიონ დავითის ძე ბერიძე იყო შავი ქვის მრეწველი.