ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 დეკემბერს წიგნებით მოვაჭრე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრი პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე მთავარ გამგეობას 300 მანეთის კრედიტის გახსნას სთხოვს.

1909

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე მთავარ გამგეობას შემოსავლების შემცირებას ატყობინებდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) ბიბლიოთეკის გამგეს 1912 წელს 130 მანეთი ჯამაგირი გადაუხადა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომიტეტის კომისარმა მთავარგამგეობის წევრები და სხვა გამომცემლები მოსალაპარაკებლად დაიბარა, ვინაიდან იგი აპირებდა დეკრეტის წარდგენას თავისუფლად საქმიანობისა და წიგნების გამოცემის შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 25 ივლისს დაბა საჩხერის სამკითხველოს გამგე ვენერა წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობას ვალის პატიებას სთხოვს.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ ექიმ ივანე გედევანის ძე გომართელისგან მის მიერ შედგენილი ასტრონომიის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ ნებართვა მიიღო.

1909

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ იროდიონ ევდოშვილის რამდენიმე მოთხრობა შეიძინა (ჰონორარი 100 მანეთი) და ცალკე წიგნად გამოსცა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიაში ი. გოგებაშვილმა წარადგინა საკითხი სკოლაში კლასიკური კლასების პარალელურად რეალური კლასების გახსნის მოთხოვნით.

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.

1908

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის 1908 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, საგურამოს მამულის ვალი 1-ლი ივლისისთვის 20 365 მანეთსა და 32 კაპიკს მიაღწევდა, მაგრამ აღნიშნული თანხა საშიში არ იყო ილიასეული კარმიდამოსთვის – სამსართულიანი ქვითკირის სახლი ბაღით, წინა ვენახით, ცემენტის აუზით, მშვენიერი წყაროთი და დამხმარე ქვითკირის შენობებით; მარტო ვენახი 22 დესეტინა იყო, სახნავი – არანაკლებ 100 დესეტინისა. ერთი დესეტინა სახნავი 100 მანეთი ღირდა, ვენახი კი სულ იაფად – 30 000 მანეთად მაინც გაიყიდებოდა. მაშასადამე, მარტო ვენახისა და სახნავის ერთიანი ფასი 40 000 მანეთს უდრიდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებისთვის თეატრის აღდგენა არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით იყო კარგი, არამედ მის მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას დაბა ყვირილაში ჰქონდა ერთი წიგნსაცავ-სამკითხველო და 9 სამკითხველო – ხარაგაულში, საქარში, ჩხარში, თერჯოლაში, წევაში, ამაშუკეთსა და მუხურაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის გასავლის ანგარიში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობას არცერთი სკოლა არ ჰქონდა გახსნილი. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარემ, იაკინთე იოსების ძე გორგაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და წინა წლის გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და წევრთა სია.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი წერს ქართული ეკლესიის მსახურთა გაუნათლებლობაზე და წუხილს გამოთქვამს სასულიერო სემინარიის სასწავლო კურსიდან დედა-ენის, საეკლესიო ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ამოღების გამო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფ. ბობოთის მცხოვრებთა თხოვნა სკოლის დახმარების შესახებ. მათ კიტა აბაშიძის სახელობის ორკლასიანი სკოლის გახსნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების გამგეობის თხოვნა თავშესაფრის შესანახად ყოველთვიურად 1200 მანეთით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოხუმის განყოფილებისთვის 300 მანეთი უნდა გაეგზავნათ და ეცნობებინათ, რომ სწავლა მაისამდე გაეგრძელებინათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობის მთავარი მიზანი იყო დამწვარი თეატრის შენობის აღდგენა და ყველანაირად ცდილობდა მის აღასადგენად საჭირო თანხები შეეგროვებინა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.