ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51167

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 26 აპრილს შ. ჩიტაძის თაოსნობით თბილისში გაიმართა მასწავლებელთა პოლიტიკური შინაარსის ყრილობა, რომელზეც მან დაახასიათა რუსეთის პოლიტიკური ვითარება, ხალხის უუფლებობა და სკოლისა და საზოგადოდ სწავლა-აღზრდის მახინჯი მხარეები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს იაკობ გოგებაშვილის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად და განსვენებულის ნების აღმსრულებელთა თანხმობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო: 1. მისი ყველა ლიტერატურული ნაწარმოების (როგორც ქართულის ისე რუსულის) გამოცემის უფლება (ლიტერატურული საკუთრება დარჩებოდა განსვენებულს), 2. უძრავი ქონება – ერთი ნაკვეთი მიწა ვერაზე, (ზომით – 264 საჟენი), 3. ფული პროცენტიანი ქაღალდებით 6600 მანეთი და ნაღდად – 15 726 მანეთი და 84 კაპიკი, 4. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე დარჩენილი წიგნების ფული 4505 მანეთი და 48 კაპიკი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა 17 009 მანეთსა და 78 კაპიკს შეადგენდა. მისი ანდერძის თანახმად, სახელმძღვანელო წიგნების ყოველწლიური შემოსავლიდან მის დას – ეფემია ინაურს ყოველწლიურად 120 მანეთი უნდა მისცემოდა, ეფემიას გარდაცვალების შემდეგ ამ თანხას 10 წლის განმავლობაში მისი შვილი – გიორგი მიიღებდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 14 აპრილს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ უკვე 4 თვე იყო, რაც ალაგირიდან საზოგადოებას ადგილობრივი განყოფილების გახსნის ოქმი გაუგზავნეს, მაგრამ პასუხი კი არ მიუღიათ. ახალკაცმა საზოგადოებას სთხოვა, ეცნობებინათ, რა ეტაპზე იყო ალაგირის განყოფილების დაკანონების საქმე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას გაუგზავნა იმ 31 ადამიანის სია და მათი შეგროვებული 93 მანეთი, რომელთაც ალაგირის ადგილობრივი განყოფილების წევრობა სურდათ. ახალკაცმა საზოგადოებას აცნობა, რომ საკვიტანციო წიგნაკი არ ჰქონდათ და ითხოვა გაგზავნა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 28 დეკემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ ალაგირის მოსახლეობას ადგილობრივი განყოფილების გახსნა სურდა. ახალკაცმა საზოგადოებას შესაბამისი ოქმი გაუგზავნა და განყოფილების დასაარსებლად საქმის აღძვრა ითხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 თებერვალს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: ალ. თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი – ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, გაასწორა ანგარიშები ამ ორ საზოგადიებას შორის იმ ანდრეძის მიხედვით, რომელიც გამგეობას 15 თებერვალს წარმოუდგინა განსვენებული ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45000 მანეთი უანდერძა. ამ თანხიდან უნდა შემდგარიყო სამი ფონდი: სასტიპენდიო ფონდი, ქართული წიგნების გამოსაცემი და სწავლა განათლების გასავრცელებლად გოჩა ჯიხაიშსა (ქუთაისის მაზრა) და რგანში (შოროპნის მაზრა).

1914

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის თანახმად, 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სასტიპენდიო ფონდისთვის 20 000 მანეთი უნდა გამოეყო. სტიპენდიები უნდა დანიშნოდათ რუსეთსა და უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და სარწმუნოებისა.

1914

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1914 წელს ქართული წიგნების გამოსაცემად 15 000 მანეთი გამოყო. ამ თანხის ნახევარი წიგნების გამოცემას მოხმარდებოდა, მეორე ნახევარი კი – ორიგინალური თხზულებების ავტორებზე გაიცემოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1914 წელს გოჩა ჯიხაიშსა და რგანში სწავლა-განათლების გასავრცელებლად 10 000 მანეთი გამოყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა ნიკოლოზ ღოღობერძის ნების აღმსრულებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის განცხადება განსვენებულის ძმის, დავით ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დასადგმელად 500 მანეთის გადადების შესახებ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 2 მაისს ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გაყოფის (საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის) გადავადება შეუძლებელი იყო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის აღმსრულებლები – ექვთიმე თაყაიშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათთვის 3000 მანეთის ღირებულების თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლების, პეტროგრადის საკრედიტო საზოგადეოაბის 300 მანეთის ღირებულების ობლიგაციებისა და 146 მანეთისა და 76 კაპიკის ნაღდი ფულის გაგზავნას სთხოვდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნის თაობაზე შუამდგომლობა თერგის ოლქის უფროსს სთხოვეს, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 8 წევრი შეემატა, 4 კი – გამოაკლდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების შემოსავალი იყო 242 მანეთი და 62 კაპიკი. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ნიკოლოზ ჯანაშიას მეუღლემ, ელენე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ მისთვის 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ ალაგირის გამგეობამ განიხილა იაკობ ნიკოლაძის შექმნილი აკაკი წერეთლის ბიუსტის შეძენის საკითხი, მაგრამ თანხის უქონლობის გამო უარს ამბობდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე თაყაიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ დასახელებულმა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ (ქონება უნდა განაწილებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებებს შორის), რომელშიც შედიოდნენ: სამსაჯულო პალატის წევრი, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი, ექიმი – ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე და ნაფიცი ვექილი – ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი ანდრეძის პირობები განიხილეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძისა და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის შემადგენლობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45 000 მანეთი მიაკუთვნა, რომელშიც შედიოდა: თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები – 27 270 მანეთის, 16 470 მანეთის პეტერბურგის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების ოთხნახევარ პროცენტიანი ობლიგაციები და 1260 მანეთის დვინისა და ვიტბესკის რკინიგზის ოთხპროცენტიანი ობლიგაციები.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ ქართულ საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას 5 000 მანეთი მიაკუთვნა, რომელშიც შედიოდა: თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო 5 პროცენტიანი გირავნობის ფურცლები – 3030 მანეთის, 1830 მანეთის ოთხპროცენტნახევრიანი პეტერბურგის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების ობლიგაციები და დვინისა და ვიტბესკის 140 მანეთის 4 პროცენტიანი ობლიგაციები.