ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის ხელმძღვანელობითა და დახმარებით საზოგადოება ბევრჯერ გადაურჩა მოსალოდნელ საფრთხეებს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ შედგა სია წევრებისა, ვინც შეიტანა თითო მანეთი საწევროს სახით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნატორი ინფორმირებული იყო ზუგდიდის განყოფილების გახსნის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ყოფილიყო კარგად ორგანიზებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმები უნდა გაერთიანებულიყო ერთ მუზეუმად და დაერქმიათ „საქართველოს მუზეუმი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: საზოგადოების კრება პირს ნამდვილ წევრად აირჩევდა ორი დამფუძნებლისა და ოთხი ნამდვილი წევრის წინადადების თანახმად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, რომ საწევრო მანეთამდე შემცირებულიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საწევროს მანეთამდე შემცირებით წევრების რიცხვი გაიზრდებოდა, ეროვნული საქმიანობა სწრაფი ნაბიჯით წაიწევდა წინ და საზოგადოება უფრო დაინტერესდებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა მომავალი წლისთვის წარადგენდა წესდების შეცვლის პროექტს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში რეფორმების გასატარებლად შესაფერისი დრო იყო, ადრე ამისთვის მზად არ იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ თუ წევრების რიცხვი გაიზრდებოდა საჭირო გახდებოდა ყრილობის წარმომადგენლობითი სისტემის შეცვლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ თუ წევრების რიცხვი გაიზრდებოდა, საჭირო გახდებოდა წესდების შეცვლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრები საწევროს შემცირებას პრინციპულად ყოველთვის ემხრობოდნენ, მაგრამ მხარს ვერ უჭერდნენ, რადგან ერიდებოდნენ საწევროს შემცირებით გამოწვეულ ცუდ შედეგებს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საწევროს შემცირება შემოსავალზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან საწევროთი შემოსული თანხა შემოსავლის მხოლოდ 3 %-ს შეადგენდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ბრალდება თითქოს საწევროს შემცირებას განზრახ ეწინააღმდეგებოდნენ, რათა ხალხი არ გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ 3000 წევრის ნაცვლად 3-4 წლის შემდეგ 15000 წევრი ეყოლებოდა საზოგადოებას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ მომავალში საზოგადოებაში აუცილებლად გაწევრიანდებოდნენ ისინი, ვინც სიდუხჭირის გამო არ იყვნენ გაწევრიანებულები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წევრთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდებოდა. სოფლის მაცხოვრებლები მიხვდებოდნენ, რა მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო საზოგადოება და მასში გაწევრიანდებოდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიზანი იყო წევრების რიცხვი გაზრდილიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ძირითადი შემოსავლის წყარო იყო შემოწირულობა და დახმარება.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების შემოსავლის ძირითადი წყარო საწევრო გადასახადი არ იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 3000 წევრზე მეტი არ ჰყავდა. მისი აზრით, გაცილებით მეტი წევრი ეყოლებოდა თუ ხალხს არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას საზოგადოებაში გაწევრიანებულიყვნენ და განათლების გავრცელებაში მიეღოთ მონაწილეობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საწევრო რამდენადაც მცირდებოდა, იმდენად იზრდებოდა შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, საწევროს შემცირება არანაირ პრობლემას არ შექმნიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ გაითვალისწინა საწევროს შემცირებით შემოსავლის შემცირების საშიშროება და 1915 წლის ხარჯთაღრიცხვაში 500 მანეთი შეიტანა, 1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში კი – ორჯერ მეტი თანხა იყო შეტანილი.