ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებამ წინა წელს კერძო პირებისგან შემოწირულობა, 210 მანეთი, მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან არ არსებობდა ბიბლიოთეკის მმართველი სექცია, გამგეობას კი თელავის ხუთივე ბიბლიოთეკის მეთვალყურეობა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულიდან 157 მანეთი მოუგროვდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა, და ხაზინადარმა ივანე პაატაშვილმა წინა წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში შეადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას გასართობი საღამოებიდან 932 მანეთი და 24 კაპიკი შეუგროვდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ვასილ და ნატალია გლურჯიძეების სახელობის სტიპენდია, 250 მანეთი, ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა ვარლამ ბურჯანაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების 1915 წლის მოქმედების სრული რევიზია დაავალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გასავალმა 2135 მან. და 69 კაპ. შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა 1 სკოლა, 1 წიგნის მაღაზია და 5 ბიბლიოთეკა. ცნობას ხელს აწერს თელავის განყოფილების გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საწევრო გადასახადმა 130 მანეთი შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

ივანე პაატაშვილის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წელს დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ჰქონდა ალექსანდრე როსტომაშვილის სახელობის სტიპენდია – 200 მან. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის საშუალო შემოსავალი წელიწადში 1000 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ივანე პაატაშვილს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებაში მდივანის მოვალეობა შეესრულებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებაზე განიხილეს 29 ივნისისა და 20 ივლისის სეირნობის ანგარიში. სეირნობებიდან საზოგადოებას მოგება 866 მან. და 52 კაპ. დარჩა. ცნობას ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილება მათ ზედმეტი ყულაბების გაგზავნას სთხოვდა, რათა საზოგადოებრივ დაწესებულებებში განეთავსებინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ხარჯი 27 754 მანეთი და 44 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ინვენტარის შესაძენად 3635 მანეთი და 58 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას ისტორიულ-ლიტერატურული სექციის დაარსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ჰკითხა. წერილს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლაში 109 მოსწავლე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის ქირა წელიწადში 420 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლა მძიმე მდგომარეობაში იყო, სკოლის ბიბლიოთეკა კი თითქმის არ არსებობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის გამგეობას სთხოვა აერჩია ორი პირი, რომლებიც წიგნის მაღაზიის შემოწმებას დაესწრებოდნენ. გამგეობამ ნიკიფორე მამინაიშვილი და ივანე პაატაშვილი დაასახელა.